1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით იწყებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და საგანაცხადო მასალების გაფორმების სისწორე.
2. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
მთავარი მონაცემები
ვადა2 კვირის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-441(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიერ გარდაქმნილი განაცხადის განხილვისას სასარგებლო მოდელის კრიტერიუმი - საგამომგონებლო დონე,,საქართველოს საპატენტო კანონი’ ’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, ასევე, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, შეემოწმებინა გამოგონებისთვის გამოვლენილი…
სასამართლო განმარტავს, რომ საქპატენტი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (,,საქართველოს საპატენტო კანონი’ ’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლები, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე მუხლი) ატარებს განაცხადის ფორმალურ და არსობრივ ექსპერტიზებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლი 25. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა— „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 25— ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება