1. საქპატენტი განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ატარებს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, თუ გადახდილია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური.
2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური გადაიხდება განაცხადის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებლის მიერ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება.
4. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და ფორმალური ექსპერტიზისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური სრულად, ან მიუთითოს, რომელი დიზაინები უნდა იყოს განხილული გადახდილი საფასურის ფარგლებში.
5. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ჩაატარებს საქპატენტის მიერ მითითებული რიგითობის მიხედვით იმდენ დიზაინზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.
6. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს მოწმდება საგანაცხადო მასალების გაფორმების შესაბამისობა კანონის მე-16 მუხლისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან.
7. თუ საგანაცხადო მასალები არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში იგი ვალდებულია შეავსოს დადგენილი ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება და გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ ეგზავნება განმცხადებელს.
8. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში, თუ ხარვეზი დაუდგინდა განაცხადში შემავალ რომელიმე დიზაინს (დიზაინებს) და თუ დადგენილ ვადაში არ იქნება ხარვეზი შევსებული, ამ დიზაინის მიმართ შეწყდება საქმისწარმოება.
9. თუ განაცხადი წარდგენილია კანონისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად, განაცხადს ენიჭება ნომერი, უდასტურდება პრიორიტეტი და მიიღება გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.
10. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ და განცხადების ერთი ეგზემპლარი ექსპერტის მიერ შევსებული შესაბამისი მონაცემებით
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
თავი III — განაცხადის ექსპერტიზის ჩატარების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის ვადაში
- ვადა ორი კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. მრავლობითი განაცხადი
- მუხლი 10. გაერთიანებული განაცხადი
- მუხლი 11. გამოცალკევებული განაცხადი
- მუხლი 12. განაცხადის შეტანა
- მუხლი 13. პრიორიტეტის მოთხოვნა
- მუხლი 15. შეტანის თარიღის დადასტურება
- მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა
- მუხლი 18. დიზაინის გამოქვეყნება
- მუხლი 19. გამოქვეყნების გადადება
- მუხლი 20. საგანაცხადო მასალებში ცვლილებების ან/და შესწორების შეტანა განმცხადებლის მოთხოვნით
- მუხლი 21. დამატებითი მასალების, განაცხადში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის მოთხოვნა საქპატენტის მიერ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ, მუხლი 16, №03, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528837/muxli-16/