1. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი საქპატენტში განაცხადის შეტანისთანავე, ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, ამასთან უნდა გადაიხადოს საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასური. განაცხადის წარდგენისას დაცული უნდა იყოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვადა.
2. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნიდან 3 თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს პირველი განაცხადის შესაბამისი ქვეყნის საპატენტო უწყების მიერ დამოწმებული ასლი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნიდან სამი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს გამოფენისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ გაცემული გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საბუთში აღნიშნული უნდა იყოს გამოფენის გახსნის თარიღი და იგი უნდა ადასტურებდეს იმ პროდუქტის ექსპონირების ფაქტს, რომელშიც ჩართულია, ან რომლისთვისაც გამოიყენება დიზაინი.
5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარადგენს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საბუთებს, განაცხადს პრიორიტეტი დაუდგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.
6. დაუშვებელია განაცხადს უარი ეთქვას საკონვენციო პრიორიტეტის დადგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ პირველი განაცხადის შეტანის ქვეყანაში ან სხვა ქვეყანაში დიზაინს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ან დიზაინის რეგისტრაცია გაუქმებულია.
7. თუ განმცხადებელი არ ითხოვს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადს პრიორიტეტი უდგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.
8. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში დასაშვებია შესაბამისი საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნა განაცხადში შემავალი ცალკეული დიზაინისათვის.
თავი III
განაცხადის ექსპერტიზის ჩატარების წეს
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 13. პრიორიტეტის მოთხოვნა
თავი II — განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი თვის ვადაში
- ვადა 3 თვის ვადაში
- ვადა სამი თვის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. დიზაინის გამოსახულება
- მუხლი 8. პროდუქტის ნიმუში
- მუხლი 9. მრავლობითი განაცხადი
- მუხლი 10. გაერთიანებული განაცხადი
- მუხლი 11. გამოცალკევებული განაცხადი
- მუხლი 12. განაცხადის შეტანა
- მუხლი 15. შეტანის თარიღის დადასტურება
- მუხლი 16. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
- მუხლი 17. არსობრივი ექსპერტიზა
- მუხლი 18. დიზაინის გამოქვეყნება
- მუხლი 19. გამოქვეყნების გადადება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ, მუხლი 13, №03, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528837/muxli-13/