1. საქპატენტი, კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიზაინის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში აქვეყნებს განაცხადის ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს და დიზაინის გამოსახულებას, თუ განმცხადებლის მიერ გადახდილია შესაბამისი საფასური.
2. გამოქვეყნების საფასური განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს დიზაინის რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდება.
3. თუ განაცხადი შეიცავს რამდენიმე დიზაინს და გამოქვეყნებისათვის გადახდილი საფასური ნაკლებია განაცხადში შემავალი დიზაინების გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასურის ოდენობაზე, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის მიღებიდან ერთი თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს გამოქვეყნების საფასური, ან მიუთითოს, რომელი დიზაინი უნდა გამოქვეყნდეს.
4. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი რიგითობის მიხედვით გამოაქვეყნებს განაცხადში შემავალ იმდენ დიზაინს, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური