1. თუ განაცხადზე საქმისწარმოება შეწყვეტილია განმცხადებლის მიერ კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი ვადების დარღვევის გამო, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების აღდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს საქპატენტის მიერ განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში, საქმისწარმოების შეწყვეტის მიზეზის აღმოფხვრისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3. საქპატენტი საქმისწარმოების აღდგენის შესახებ განცხადებას განიხილავს მიღებიდან ერთი თვის ვადაში და თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენის შესახებ