1. კანონის 25-ე მუხლის და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად, საქპატენტი საერთაშორისო დიზაინზე ატარებს არსობრივ ექსპერტიზას საერთაშორისო ბიულეტენში დიზაინის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.
2. კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, საქპატენტი დიზაინის საერთაშორისო ბიულეტენის ინტერნეტში გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში ატყობინებს ამის თაობაზე საერთაშორისო ბიუროს.
3. თუ საერთაშორისო დიზაინი აკმაყოფილებს კანონის 25-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე და გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 თვის ვადაში უგზავნის შეტყობინებას საერთაშორისო ბიუროს.
4. საქპატენტი საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში განაცხადის მონაცემებს და დიზაინის გამოსახულებას აქვეყნებს ბიულეტენში.
5. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს კანონის მე-20 მუხლით დადგენილი წესით.
6. თუ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე არ გასაჩივრდა, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შედის.
7. თუ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე გასაჩივრდა სასამართლოში, ან სააპელაციო პალატაში, რის საფუძველზეც სასამართლომ ან სააპელაციო პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ძალაში შედის.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე ერთი თვის ვადაში ქვეყნდება ბიულეტენში და ეცნობება საერთაშორისო ბიუროს.
9. საქპატენტს მონაცემები დიზაინზე, რომლის რეგისტრაციის მოქმედება გავრცელდა საქართველოს ტერიტორიაზე, შეაქვს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
10. საქპატენტს ინფორმაცია კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების გაუქმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე ბათილად ცნობის შესახებ შეაქვს შესაბამის მონაცემთა ბაზაში და აქვეყნებს ბიულეტენში.
თავი IV
დიზაინის რეგისტრაცი
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ · რედაქცია 25.12.2025
მუხლი 26. საერთაშორისო დიზაინი
თავი III — განაცხადის ექსპერტიზის ჩატარების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 თვის ვადაში
- ვადა 6 თვის განმავლობაში
- ვადა ერთი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. გამოქვეყნების გადადება
- მუხლი 20. საგანაცხადო მასალებში ცვლილებების ან/და შესწორების შეტანა განმცხადებლის მოთხოვნით
- მუხლი 21. დამატებითი მასალების, განაცხადში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის მოთხოვნა საქპატენტის მიერ
- მუხლი 22. განაცხადის განხილვის შეჩერება
- მუხლი 23. ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა
- მუხლი 24. განაცხადის გამოთხოვა
- მუხლი 27. დიზაინის რეგისტრაციის წესი
- მუხლი 28. საფასურის გადახდის წესი
- მუხლი 29. საქმისწარმოების აღდგენის საფასური
- მუხლი 30. დიზაინის რეგისტრაციის ძალის შენარჩუნების საფასური
- მუხლი 31. დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტიცების შესახებ, მუხლი 26, №03, 14.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1528837/muxli-26/