მუხლი 5. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების წარმოშობა და მოქმედების ვადა
თავი I — ზოგადი დებულებანი
1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები წარმოიშობა საქპატენტში რეგისტრაციის შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღიდან, ასევე ამ კანონის შესაბამისად, ჰააგის შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელების გზით.
3. განმცხადებელი უფლებამოსილია საქპატენტში რეგისტრაციაში გაატაროს დიზაინი ერთი ან რამდენიმე 5-წლიანი პერიოდით, მაგრამ არა უმეტეს 25 წლისა საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (04.05.2010).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ას-1557-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2021
…შემთხვევაში, კვლევისა და შეფასების საგანია, იყენებდნენ თუ არა მოპასუხეები ლიცენზიარის დიზაინს მისი ნებართვის გარეშე. 10.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 301-ე მუხლებით, ასევე მიუთითა „ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 26-ე მუხლზე და აღნიშნა,…