1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასების, ფრენის მინიმალური სიმაღლეების და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის მნიშვნელოვანი სხვა ელემენტების დიზაინს, საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნათა  გათვალისწინებით,  საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია, შეიმუშავებს სააგენტო და ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018