1. საჰაერო მოძრაობის მომსახურება მოიცავს:

ა) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას (მათ შორის, სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებას, სააეროდრომო საინფორმაციო-ავტომატურ მომსახურებას);

ბ) საავარიო მომსახურებას;

გ) საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას;

დ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონულ სამეთვალყურეო მომსახურებას, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას, სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას).

2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.

საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018