საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1818-რს
სარეგისტრაციო კოდი
420000000.05.001.018740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი , №27-28/4, 21 ნოემბერი , 1996, გვ . 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. პირველი მუხლის :

ა ) „ბ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ბ ) „მ “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ 1“ ქვეპუნქტი :

„მ 1) მეტეოროლოგიური ინფორმაცია – მეტეოროლოგიური შეტყობინება , დაკვირვების ან ანალიზის შედეგი , პროგნოზი ან სხვა ნებისმიერი ცნობა , რომელიც ფაქტობრივ ან მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახავს ;“;

გ ) „რ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

დ ) „ქ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ე ) „ჭ “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ვ ) „ჰ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ჰ ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასა − საჰაერო მოძრაობის ნაკადების გადასანაწილებლად და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გასაწევად შექმნილი ტრასა ;“;

ზ ) „ჰ 8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ჰ 8) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთვის წარდგენილი სათანადო ინფორმაცია საჰაერო ხომალდის მოსალოდნელი ფრენის ან ფრენის ნაწილის შესახებ ;“;

თ ) „ჰ 16“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

ი ) „ჰ 21“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ჰ 21) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული – საქართველოს სახელით გამოქვეყნებული , უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ინფორმაციის შემცველი კრებული ;“;

კ ) „ჰ 22“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ 23“−„ჰ 29“ ქვეპუნქტები :

„ჰ 23) ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმა − ევროპის კავშირის საბჭოს 2009/320/EC გადაწყვეტილებით დამტკიცებული გეგმა , რომელიც უკავშირდება ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევის (SESAR) პროექტის ფარგლებში ევროპის ახალი თაობის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სისტემის განვითარებას ;

24) საჰაერო მოძრაობის ორგანიზება − საჰაერო და სახმელეთო ფუნქციების (საჰაერო მოძრაობის მომსახურების , საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ) ერთობლიობა , რომელიც აუცილებელია ფრენის ნებისმიერ ფაზაში მყოფი საჰაერო ხომალდისთვის ტექნიკური საშუალებებისა და უწყვეტი მომსახურების მიწოდებით მისი უსაფრთხო და ეფექტიანი მოძრაობის უზრუნველსაყოფად ;

25) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება − სააერნაოსნო მომსახურების სახეობა (ფუნქცია ), რომლის მიზანია საჰაერო მოძრაობის ნაკადების იმგვარად ორგანიზება , რომ საჰაერო მოძრაობა იყოს უსაფრთხო , მოწესრიგებული და სწრაფი , რათა უზრუნველყოფილ იქნეს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების გამტარუნარიანობის (შესაძლებლობის ) მაქსიმალური ათვისება და საჰაერო მოძრაობის მოცულობის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ გამოცხადებულ გამტარუნარიანობასთან თავსებადობა ;

26) საჰაერო სივრცის დიზაინი − საჰაერო ხომალდების გაუმჯობესებული სამარშრუტო ქსელის , ამ ქსელთან დაკავშირებული სექტორიზაციის , საჰაერო სივრცის ოპტიმალური სტრუქტურების და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცედურების შემუშავება , განვითარება და დანერგვა ;

27) საჰაერო სივრცის ორგანიზება − სააერნაოსნო მომსახურების სახეობა (ფუნქცია ), რომლის მიზანია საჰაერო სივრცის მაქსიმალური ათვისება დროის ოპტიმალური განაწილებით და პერიოდულად , მოკლევადიანი საჭიროებისათვის საჰაერო სივრცის სხვადასხვა კატეგორიის საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის გადანაწილებით ;

28) ჰაერსანაოსნო მონაცემები − ჰაერსანაოსნო ფაქტები , კონცეფციები და ინსტრუქციები , რომლებიც გადმოცემულია დადგენილი ფორმით , მათი გადაცემის (კომუნიკაციის ), ინტერპრეტაციის ან დამუშავების მიზნით ;

29) ICAO − სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია .“.

2. მე -2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. ამ კოდექსის ძირითადი მიზანია :

ა ) საქართველოს საავიაციო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება ;

ბ ) საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტების დადგენა ;

გ ) საჰაერო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების , ტვირთისა და ბარგის გადაზიდვის , მგზავრთა გადაყვანის და მათთან დაკავშირებული სხვა მომსახურების თავისუფლად განხორციელების ხელშეწყობა ;

დ ) სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების , რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა ;

ე ) საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა .“.

3. მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 7. საავიაციო საშუალებებზე საკუთრების უფლება

საქართველოში საავიაციო საშუალებები შეიძლება იყოს სახელმწიფო , იურიდიული და ფიზიკური პირების (მათ შორის , უცხო სახელმწიფოს ) საკუთრება , გარდა საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასისა , ადგილობრივი საჰაერო ხაზებისა , თვითმფრინავების ფრენის მართვის სისტემებისა , საჰაერო მოძრაობის , მართვისა და კონტროლის საშუალებებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ -დასაფრენი ზოლებისა , რომლებიც საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაა და რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო .“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი :

„მუხლი 71. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოყენებული საზომი ერთეულები

საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო საქმიანობისთვის გამოიყენება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე -5 დანართით გათვალისწინებული საზომი ერთეულები . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის საზომი ერთეულების გამოყენების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო .“.

5. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი :

„31. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისთვის შესაბამის ავიასაწარმოში სააგენტოს ნორმატიული აქტით დადგენილი კვალიფიკაციის შესანარჩუნებლად განსაზღვრული მინიმალური ნამუშევარი საათების ანაზღაურებას .“.

6. 91 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი :

„11. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების ან /და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინებით დაუშვას სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებიდან გამონაკლისები შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში .“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი :

„მუხლი 92. უსაფრთხოების მითითება

1. უსაფრთხოების მითითება არის სააგენტოს მიერ გამოცემული (ზეპირად ან წერილობით ) ან აღიარებული დოკუმენტი , რომელიც გამოიცემა /აღიარებული იქნება იმ შემთხვევაში , თუ დადასტურდა , რომ საფრთხე   ექმნება   ფრენის   უსაფრთხოებას   ან /და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას , და   რომელიც   მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების აღდგენისკენ .

2. შესაბამის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ეგზავნება წერილობითი უსაფრთხოების მითითება , რომელშიც ასახულია სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია :

ა ) საფრთხის აღწერა ;

ბ ) იურიდიული ან ფიზიკური პირი , რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება ;

გ ) განსახორციელებელი (მათ შორის , საჭიროების შემთხვევაში − დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ) მოქმედებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების საჭიროების დასაბუთება ;

დ ) განსახორციელებელი მოქმედებების განხორციელების ვადები ;

ე ) უსაფრთხოების მითითების ძალაში შესვლის თარიღი .

3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში , როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება , უსაფრთხოების მითითება გამოიცემა ზეპირად , ამ მუხლის მე -2 ნაწილში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინებით . უსაფრთხოების მითითება გონივრულ ვადაში წერილობით ფორმდება .

4. იურიდიული ან ფიზიკური პირი , რომელსაც შეეხება უსაფრთხოების მითითება , ვალდებულია დადგენილ ვადაში უზრუნველყოს უსაფრთხოების მითითების შესრულება .

5 . გამოცემული /აღიარებული უსაფრთხოების მითითების შესრულებას ზედამხედველობს სააგენტო .“.

8. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„საჰაერო სივრცე და სააერნაოსნო მომსახურება “.

9. მე -10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 10. საქართველოს საჰაერო სივრცე და საჰაერო სივრცით სარგებლობა

1. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება როგორც საერთაშორისო ფრენის , ისე ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას აქვს ნებისმიერ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი შეთანხმების ან /და მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად , ხოლო საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან -გადამზიდველი და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი ადგილობრივი ფრენის განხორციელებისას საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .

2. თუ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა უკავშირდება სარაკეტო -საარტილერიო სროლას , ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებას ან სხვა მსგავს საქმიანობას , იგი ხორციელდება საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით .

3. საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო -საარტილერიო სროლის , ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .“.

10. 101 და 102 მუხლები ამოღებულ იქნეს .

11. მე -11−მე -20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 11. სააერნაოსნო მომსახურება

1. ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების , რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საჰაერო მოძრაობისთვის გაწეული სააერნაოსნო მომსახურება ითვალისწინებს :

ა ) საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას , რომელიც მოიცავს :

ა .ა ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას ;

ა .ბ ) საჰაერო სივრცის ორგანიზებას ;

ა .გ ) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზებას ;

ბ ) საავიაციო კავშირგაბმულობის , სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას ;

გ ) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას ;

დ ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას ;

ე ) საძებნ -სამაშველო მომსახურებას .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ   მომსახურებას ან მის ცალკეულ სახეებს   საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში , აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს , და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო .

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

4. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად ნიშნავს სააგენტო .

5 . სააერნაოსნო მომსახურების   საწარმო უზრუნველყოფს სააერნაოსნო მომსახურების   გაწევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , ICAO-ს რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმისა და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინებით .

მუხლი 12. საჰაერო მოძრაობის მომსახურება

1. საჰაერო მოძრაობის მომსახურება მოიცავს :

ა ) საფრენოსნო -საინფორმაციო მომსახურებას (მათ შორის , სააეროდრომო საფრენოსნო -საინფორმაციო მომსახურებას , სააეროდრომო საინფორმაციო -ავტომატურ მომსახურებას );

ბ ) საავარიო მომსახურებას ;

გ ) საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას ;

დ ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონულ სამეთვალყურეო მომსახურებას , მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურებას , სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურებას ).

2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

მუხლი 13. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა გულისხმობს ამ კოდექსის მე -11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების /სისტემების ოპერირებას .

2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო უზრუნველყოფს ამ კოდექსის მე -11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების /სისტემების ოპერირების ქმედუნარიანობას , საიმედოობას , უწყვეტობასა და მთლიანობას .

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ უნდა გამოიყენოს სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მხოლოდ ის ტექნიკური საშუალება /სისტემა , რომელიც სააგენტომ წინასწარ აღიარა .

4. სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

მუხლი 14. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება

1. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება მოიცავს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების , ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრების , საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს , ძებნა -შველის ოპერაციებში ჩართული ორგანოს , აეროპორტების და საქართველოს   საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლების მეტეოროლოგიური ინფორმაციით   უზრუნველყოფას .

2. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს სააგენტო .

3. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

მუხლი 15. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება

1. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს .

2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებისგან იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებსა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას , ახარისხებს , აერთიანებს მათ , ახდენს მათ რედაქტირებას (შინაარსის შეუცვლელად ), ინახავს და დადგენილი ფორმატით აქვეყნებს და ავრცელებს მათ .

3. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს და მათ უფლება -მოვალეობებს განსაზღვრავს და ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

4. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებულ პაკეტს საქართველოს სახელმწიფოს სახელით აქვეყნებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია .

5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

მუხლი 16. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურა და საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია

1. საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს , სტრუქტურას და საჰაერო სივრცის კლასიფიკაციას შეიმუშავებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააგენტო შეიმუშავებს :

ა ) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს ;

ბ ) სამეთვალყურეო რაიონს ;

გ ) სამეთვალყურეო არეს ;

დ ) საკვანძო სამეთვალყურეო რაიონს ;

ე ) სააეროდრომო მოძრაობის არეს ;

ვ ) საფრენოსნო საინფორმაციო არეს ;

ზ ) ფრენისათვის შეზღუდულ არეებს ;

თ ) ფრენისათვის სახიფათო არეებს ;

ი ) ფრენისათვის აკრძალულ არეებს , აგრეთვე სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით − სხვა არეებს .

3. ამ მუხლის მე -2 ნაწილით გათვალისწინებული ფრენისათვის შეზღუდული არეები , ფრენისათვის სახიფათო არეები , ფრენისათვის აკრძალული არეები და სხვა არეები უნდა დადგინდეს დროებით . ვადა , რომლითაც დგინდება შესაბამისი არე , არ უნდა აღემატებოდეს ამ არის დადგენის გამომწვევი პირობების არსებობის ვადას .

მუხლი 17. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობა

1. სახელმწიფოებრივი ინტერესების (მათ შორის , თავდაცვისუნარიანობის ) გათვალისწინებით , საჰაერო მოძრაობისა და საჰაერო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობისთვის გამოიყენება საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფცია , რომელიც არის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) მიერ შემუშავებული , ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი საჰაერო სივრცის მართვის კონცეფცია .

2. საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ საჰაერო სივრცის ერთობლივი , სამოქალაქო -სამხედრო კომიტეტის და საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფის შექმნით და სტრატეგიულ , პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე მათი მჭიდრო კოორდინაციით .

3. საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

მუხლი 18. საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინი

1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტრასების , ფრენის მინიმალური სიმაღლეების და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობის მომსახურებისათვის მნიშვნელოვანი სხვა ელემენტების დიზაინს , საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გათვალისწინებით .

2. ამ მუხლისა და ამ კოდექსის მე -16 მუხლის მოთხოვნათა   გათვალისწინებით ,  საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესს , რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცის კლასიფიკაცია , შეიმუშავებს სააგენტო და ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

მუხლი 19. ფრენის პროცედურების დიზაინის მომსახურება

1. საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში არსებული სამოქალაქო აეროდრომებისათვის ფრენის (სახელსაწყოო ან /და ვიზუალური ) პროცედურების დიზაინის მომსახურებას , რომელიც მოიცავს ფრენის პროცედურების დიზაინს , დოკუმენტირებას , გადამოწმებას , რეგულარულ გადახედვასა და განახლებას , ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ფრენის პროცედურების დიზაინის წესის შესაბამისად .

2. ნებისმიერი ფრენის პროცედურა გამოყენებამდე უნდა დაამტკიცოს სააგენტომ .

3. ფრენის პროცედურების დიზაინის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

მუხლი 20. საავიაციო რუკები

1. საქართველოს სამოქალაქო საავიაციო რუკებს ადგენს , მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და მათ რეგულარულად აახლებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო .

2. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით , საქართველო უზრუნველყოფს საკუთარი ტერიტორიის შესახებ იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას , რომელიც აუცილებელია ამ კონვენციის მე -4 დანართის მოთხოვნათა შესასრულებლად .

3. საავიაციო რუკების შედგენის წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .“.

12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201−204 მუხლები :

„მუხლი 201. საძებნ -სამაშველო მომსახურება

1. საძებნ -სამაშველო მომსახურება მოიცავს ავარიული მდგომარეობის მონიტორინგს , კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას , საქმიანობის კოორდინაციას , ძებნასა და შველას , სამედიცინო დახმარების გაწევას , სამედიცინო მიზნებისთვის ევაკუაციას სახელმწიფო და კერძო რესურსების , მათ   შორის , საავიაციო , საზღვაო და სხვა საშუალებების , გამოყენებით .

2. საძებნ -სამაშველო მომსახურება ხორციელდება როგორც საქართველოს ავიაციის ძალებითა და საშუალებებით , ისე სახმელეთო და საზღვაო საძებნ -სამაშველო ჯგუფების დახმარებით .

3. საძებნ -სამაშველო მომსახურების განხორციელების წესი , განმახორციელებელი სტრუქტურები და მათი უფლება -მოვალეობები განისაზღვრება საავიაციო ძებნა -შველის რეაგირების გეგმით , რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

4. აეროდრომის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონში საავარიო -სამაშველო მომსახურებას ახორციელებს აეროდრომის საავარიო -სამაშველო რაზმი . მის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი /ავიაგადამზიდველი .

5. საძებნ -სამაშველო მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან .

მუხლი 202. უცხო სახელმწიფოს საძებნ -სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება

1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ -სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები , აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე /საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან /და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი , სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული .

2. საქართველოსთან შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს საძებნ -სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები , აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან /და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი , სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული , დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს , ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ -სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საქართველოს და უცხო სახელმწიფოს საერთო ძალებით , მათ შორის შეთანხმების საფუძველზე .

მუხლი 203. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა

1. სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობა მოიცავს :

ა ) სააერნაოსნო მომსახურების   საწარმოს   სერტიფიცირებას , ინსპექტირებას და უწყვეტ   მონიტორინგს ;

ბ ) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების /სისტემების აღიარებას ;

გ ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების ზედამხედველობას , უსაფრთხოების /ხარისხის მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას და სხვა .

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს ამ კოდექსის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე შემუშავებული წესების შესაბამისად .

მუხლი 204. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი

1. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით .

2. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება :

ა ) სახელმწიფო საჰაერო ხომალდი ;

ბ ) საჰაერო ხომალდის ფრენა , რომელიც სრულდება საომარი მდგომარეობის , საგანგებო მდგომარეობის , სტიქიური უბედურების , კატასტროფის , ავარიის დროს ადამიანების , სახელმწიფო და კერძო ქონების გადასარჩენად საძებნ -სამაშველო მომსახურების განსახორციელებლად ;

გ ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში გათავისუფლებული საჰაერო ხომალდი /საჰაერო ხომალდის ფრენა .“.

13. II კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„საჰაერო ხომალდები , საავიაციო პერსონალი , აეროდრომები და აეროპორტები “.

14. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი :

მუხლი 431. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგება

1. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა მოძრაობის წესებს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო .

2. ნებისმიერი პირი , რომელიც საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება , ვალდებულია დაიცვას ამ აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მიერ დადგენილი მოძრაობის წესები .“.

15. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 44. ფრენის წესები

1. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე -16 მუხლის მე -2 ნაწილის „ზ “−„ი “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა ) საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი ფრენის წესების შესაბამისად , რომლებიც მოიცავს ფრენის გეგმას , სახელსაწყოო და ვიზუალური ფრენის წესებს , უპირატესი ფრენის უფლებებს და ფრენის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს .

2. ფრენისათვის შეზღუდულ არეებში , ფრენისათვის სახიფათო არეებში და ფრენისათვის განკუთვნილ სხვა დროებით არეებში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოების დაცვით .

3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში , სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს , სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენა , გამონაკლისის გარეშე , სრულდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე -2 დანართის მოთხოვნათა დაცვით .“.

16. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 46. ფრენის გეგმა , სამეთვალყურეო ნებართვა , საფრენოსნო დავალება

1. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება ფრენის გეგმის საფუძველზე , სამეთვალყურეო ნებართვის მიხედვით . სამეთვალყურეო ნებართვა არის საჰაერო ხომალდისათვის საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული მითითება , რომლითაც დგინდება საჰაერო ხომალდის მოქმედების პირობები . სახელმწიფო საჰაერო ხომალდის ფრენა სრულდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხმობის საფუძველზე .

2. ფრენის გეგმა წარედგინება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს .

3. ძირითადი დოკუმენტი , რომლითაც განისაზღვრება ფრენის მიზანი , ამოცანა და მარშრუტი , არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება .“.

17. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 49. ფრენის წესების დარღვევა , საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა

1. საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს სათანადო მითითების მიღებისთანავე უზრუნველყოს მისი მითითებულ ადგილზე დაფრენა . აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა (საჰაერო ხომალდის იძულებით დაფრენა ).

2. საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში , საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე -3 bis მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით .

3. საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .“.

18. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 50. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენება ფრენისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევის დროს

1. რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი , ხოლო თუ ეკიპაჟი ერთი პირისგან შედგება − პილოტი ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან რადიოკავშირის დამყარება რადიოკავშირის დადგენილ საავიაციო სიხშირეებზე .

2. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

3. საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე -16 მუხლის მე -2 ნაწილის „ზ “−„ი “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა , აგრეთვე გარდა ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ICAO-ს სამუშაო ენაზე − ინგლისურ ენაზე .

4. თუ საჰაერო ხომალდი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში , როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას , მგზავრთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , გამონაკლისის სახით , შეიძლება რადიოკავშირის დამყარება ქართულ ენაზე ან ICAO-ს სხვა სამუშაო ენაზე , იმ პირობით , რომ ეს ენა ცნობილია საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამწევი , რადიოკავშირის განმახორციელებელი პირებისათვის − პილოტისა და მეთვალყურისათვის .“.

19. 52-ე მუხლის მე -3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„3. უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესს შეიმუშავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .“.

20. 56-ე მუხლის მე -3 ნაწილი ამოღებულ იქნეს .

21. XV თავი ამოღებულ იქნეს .

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ახალი საავიაციო ძებნა -შველის რეაგირების გეგმის დამტკიცება . ამ გეგმის ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „საავიაციო ძებნა -შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №734 დადგენილება .

2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება :

ა ) საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესი ;

ბ ) საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესი ;

გ ) უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესი .

3. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება :

ა ) საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო -საარტილერიო სროლის , ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესი ;

ბ ) საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესი ;

გ ) საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესი .

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ :

ა ) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს :

ა .ა ) სამოქალაქო ავიაციაში საზომი ერთეულების გამოყენების წესის დამტკიცება ;

ა .ბ ) საავიაციო რუკების შედგენის   წესის დამტკიცება ;

ა .გ ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის დამტკიცება ;

ბ ) 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს :

ბ .ა ) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის წესის დამტკიცება ;

ბ .ბ ) ფრენის პროცედურების დიზაინის წესის დამტკიცება ;

გ ) 2019 წლის 1 იანვრამდე   უზრუნველყოს :

გ .ა ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცება ;

გ .ბ ) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცება .

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელახალი სერტიფიცირება .

6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი მოქმედებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელახალი სერტიფიცირების დასრულებამდე .

 მუხლი 3

1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე -9 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -10 მუხლის მე -2 და მე -3 ნაწილებისა , მე -11 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -17 მუხლის მე -2 ნაწილისა , მე -18 მუხლის პირველი ნაწილისა , მე -19 მუხლისა და მე -20 მუხლის პირველი ნაწილისა და პირველი მუხლის მე -17 ნაწილისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე -11 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -20 მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან .

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე -11 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -17 მუხლის მე -2 ნაწილი , მე -18 მუხლის პირველი ნაწილი და მე -19 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან .

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე -9 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე -10 მუხლის მე -2 და მე -3 ნაწილები და პირველი მუხლის მე -17 ნაწილი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან .


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2017 წ.

N1818-რს