აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №13 |
|
2019 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესი (შემდგომში – წესი ) აწესრიგებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა ) სისტემაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შესაბამისი სამინისტროს (შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო ) მიერ გრანტების გაცემისა და მიღების პროცესს და განსაზღვრავს ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება -მოვალეობებს .
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :
ა ) გრანტი – არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სისტემაში შესაბამისი სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით , რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური , საგანმანათლებლო , სამეცნიერო -კვლევითი , ჯანმრთელობის დაცვის , კულტურული , სპორტული , ეკოლოგიური , სასოფლო -სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების , აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის ;
ბ ) საგრანტო პროგრამა – შესაბამისი სამინისტროს მიერ მთავრობასთან შეთანხმებით შემუშავებული და დამტკიცებული ერთიანი პროგრამა , რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო პროგრამებისა და შესაბამისი თემების აქტუალურობის , საგრანტო პროგრამის მიზნების , მიმართულებების (პრიორიტეტების ), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ ;
გ ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა , რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას ;
დ ) საგრანტო განაცხადი – საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ;
ე ) განმცხადებელი – საქართველოს მოქალაქე , მათ შორის , აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირები ; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი ; არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი , საჯარო სამართლის იურიდიული პირი , რომელმაც მიმართა შესაბამის სამინისტროს განაცხადით , გრანტის მიღების მიზნით ;
ვ ) საგრანტო კონკურსის მონაწილე – განმცხადებელი , რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული ;
ზ ) საგრანტო წინადადება – წინადადება , რომლითაც განმცხადებელმა მიმართა მთავრობას /შესაბამის სამინისტროს გრანტის მიღების მოთხოვნით ;
თ ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი , რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად ;
ი ) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი , რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან /და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის ;
კ ) გრანტის მიმღები – ამ წესის მიზნებისთვის გრანტის მიმღები არის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების , ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ; საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , მისი წარმომადგენლობა , ფილიალი , განყოფილება ; საჯარო სამართლის იურიდიული პირი ; საქართველოს მოქალაქე ; პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი ; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი ; აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ; საერთაშორისო ორგანიზაცია , სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ; „სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული , სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი ; საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში , რომლის მიერ წარდგენილი საგრანტო წინადადებაც გაიმარჯვებს საგრანტო კონკურსზე ;
ლ ) გრანტის გამცემი – - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტრო , რომელიც ამ წესის მიზნებისათვის მოქმედებს საგრანტო საბჭოს მეშვეობით ;
მ ) საგრანტო საბჭო – შესაბამისი სამინისტროს მიერ , საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისათვის შექმნილი საბჭო ;
ნ ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა , რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან /და გაანგარიშების დროს , ასევე ორთოგრაფიული , არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა .
გრანტი გაიცემა და მიიღება თავისუფალი კონკურენციის , ეფექტიანობის , გამჭვირვალობის , ანგარიშვალდებულების , კანონის წინაშე თანასწორობის , დამოუკიდებლობისა და კოორდინირებულობის პრინციპების დაცვით .
სამინისტროს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ “ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში და, ასევე , არასაბიუჯეტო რესურსების გამოყენებით .
1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს შესაბამისი სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეული , ხოლო ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი მთავრობასთან შეთანხმებით .
2. საგრანტო პროგრამა შედგება შესაბამისი სამინისტროს კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად .
3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს :
ა ) პროგრამის დასახელებას , მიზანს , მოკლე აღწერას ;
ბ ) მოსალოდნელ შედეგებს /სარგებელს;
გ ) დაფინანსების ან /და თანადაფინანსების პირობებსა და ოდენობას ;
დ ) პროგრამის დაგეგმილ ხანგრძლივობას ან /და შედეგის (შედეგების ) მიღწევის დაგეგმილ ვადას .
4. სამინისტროს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად , შესაბამისი სამინისტროს სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით .
5. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი მთავრობასთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .
1. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანას შესაძლებელია განაპირობებდეს შესაბამისი სამინისტროს მიერ საგრანტო პროგრამისთვის მიმდინარე წლის დამტკიცებული /დაზუსტებული ასიგნებების , საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ან /და სხვა გარემოებების ცვლილება . საგრანტო პროგრამაში ცვლილებები ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს .
2. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ინიცირების მიზნით , შესაბამისი მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს შესაბამისი სამინისტროს საგრანტო საბჭო .
3. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება შესაბამისი მინისტრის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში .
1.საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისათვის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით , შესაბამისი მინისტრი ქმნის საგრანტო საბჭოს (შემდგომში – საბჭო ).
2. საბჭოს შექმნის შესახებ შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს შექმნის ვადა და მისი შემადგენლობა , მათ შორის , საბჭოს სარეზერვო წევრები . საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს ფუნქციონირებას საბჭოს შექმნის შესახებ შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე .
3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი . საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია დაადასტუროს , რომ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და მოაწეროს ხელი მიუკერძოებლობისა და იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ფორმას , რომლის გამჟღავნებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით .
4. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს . კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს ნებისმიერ წევრს . თითოეულ წარდგენილ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ -ცალკე . არჩეულად ითვლება ის კანდიდატი , რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებს . ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი , რომელიც სხვაზე უფრო მეტმა წევრმა წარადგინა , ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში კანდიდატის დასახელება და არჩევის პროცედურა იწყება თავიდან .
5. საბჭოს წევრის სარეზერვო წევრით ჩანაცვლება ხორციელდება ამ წესის მე -10 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული წესით .
6. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია შესაბამისი მინისტრის წინაშე . არავის აქვს უფლება ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან /და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით .
7. საბჭო :
ა ) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ;
ბ ) ადგენს გამარჯვებული წინადადების შერჩევის კრიტერიუმებს ;
გ ) ადგენს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ და გამოსაქვეყნებლად გადასცემს შესაბამისი სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ;
დ ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან ;
ე ) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დისკვალიფიკაციის შესახებ ;
ვ ) იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის აცილების შესახებ ;
ზ ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ;
თ ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს .
8. საბჭო შედგება , სულ მცირე , ხუთი წევრისაგან .
9. საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე .
10. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე .
11. საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევის შესახებ .
12. საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო , ტექნიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შესაბამისი მინისტრის მიერ განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული .
ა ) საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ;
ბ ) იმ ვადის გასვლის შემდეგ , რა ვადითაც იგი დაინიშნა ;
გ ) საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამის მინისტრის გადაწყვეტილებით ;
დ ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ;
ე ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უგზო -უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ;
ვ ) გარდაიცვალა ;
ზ ) მის მიმართ კანონიერ ძალში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ;
თ ) საბჭოს წევრის უფლებამოსილება შესაძლოა შეწყდეს , თუ იგი გათავისუფლდა იმ თანამდებობიდან , რომელზე ყოფნის გამოც იქნა დანიშნული საბჭოს წევრად .
1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას , კონკრეტული საკონკურსო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი და მოწვეული ექსპერტი , თუ :
ა ) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია ;
ბ ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ;
გ ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე ) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია ;
დ ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან ;
ე ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან .
2.ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება :
3.ა ) პირდაპირი ხაზის ნათესავი ;
ბ ) მეუღლე , მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და /ძმა ;
გ ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და /ძმა ;
დ ) და /ძმა , მათი მეუღლეები და შვილები ;
4. საბჭოს წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭოს წევრმა ან განმცხადებელმა . საბჭოს წევრი , რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი , ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით . საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების /აცილების შესახებ საკითხს . გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება /რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება . საბჭოს წევრი აცილებულად /თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან .
1. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად , რომლის შედგენასა და საბჭოს წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარე , ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე .
2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი , რომელთაც სხდომის ჩატარების თარიღი უნდა ეცნობოთ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე . საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში ). სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ასევე სავალდებულოა საბჭოს სარეზერვო წევრების ინფორმირება .
3. საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე , გარდა ამ წესის მე -15 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .
4. საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება , თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა .
5. თუ სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა რაოდენობა , ამ წესის მე -9 მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად ან საბჭოს წევრთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო , შემცირდება ნახევარზე მეტად , საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს მუშაობაში , ხმის უფლებით , საბჭოს სარეზერვო წევრების , სულ მცირე , იმ რაოდენობით ჩართვის შესახებ , რაც საკმარისი იქნება საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად . წინააღმდეგ შემთხვევაში , საბჭო იკრიბება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დღის წესრიგით .
6. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით , საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება . საბჭოს წევრს აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან .
7. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება , თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა . ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა .
8. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში .
9. საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს უგზავნის გრანტის გამცემს .
10. საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ წესის შესაბამისად .
11. გრანტის გაცემისა და მიღების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მინისტრი .
1. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო პროგრამის შემუშავების , საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ან /და გრანტის გაცემის პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი .
2. საბჭო ვალდებულია წარუდგინოს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია და განუსაზღვროს საკითხთა წრე , რაზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნის მიღება .
3. ექსპერტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი დასკვნა საბჭოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში .
4. ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოუდგენლობა , ასევე დასკვნის დაგვიანებით ან /და არასრულყოფილად წარმოდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას .
5. ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საბჭოსთვის .
1. საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს ერთ -ერთი წევრი ამ წესის შესაბამისად .
2. ოქმი დგება ელექტრონული ფორმით (თუ ეს შესაძლებელია ), რომელიც იბეჭდება სხდომის დასრულებისთანავე და წარედგინება საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად . თუ რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს , ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს .
3. სხდომის ოქმში შეიტანება :
ა ) საბჭოს დასახელება ;
ბ ) სხდომის დრო და ადგილი ;
გ ) დღის წესრიგი ;
დ ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი , გვარი და სტატუსი ;
ე ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის სახელი , გვარი და სტატუსი ;
ვ ) განხილვის მოკლე აღწერა ;
ზ ) კენჭისყრის შედეგები ;
თ ) მიღებული გადაწყვეტილებები .
4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება შესაბამის სამინისტროში .
1. გრანტის გაცემის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია შესაბამისი მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ .
2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე . საგრანტო განაცხადების მიღებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა იყოს ხუთ სამუშაო დღეზე ნაკლები საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღიდან .
3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :
ა ) გრანტის გამცემის დასახელება ;
ბ ) შესაბამისი სფეროს დასახელება , საქმიანობის /მომსახურების აღწერა და ის მიზნები , რომლებიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით ;
გ ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები ;
დ ) შეფასების კრიტერიუმები ;
ე ) საგრანტო ვადა ;
ვ ) გრანტის მაქსიმალური ოდენობა ;
ზ ) საგრანტო წინადადება და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ;
თ ) განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი ;
ი ) საგრანტო ხელშეკრულების პროექტი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესათანხმებლად იქნება წარდგენილი მთავრობასთან .
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ დადგენილების საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად, ადგენს შესაბამისი მინისტრი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარდგინების საფუძველზე .
2. მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა , სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს , სისტემაში არსებული კითხვა -პასუხის მოდულის მეშვეობით , მოსთხოვოს საგრანტო საბჭოს კონკურსის პირობების შესახებ განმარტებები და ინფორმაცია . თავის მხრივ , საგრანტო საბჭო ვალდებულია , კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა , კითხვა -პასუხის მოდულის მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი განმარტება . ამ პუნქტით დადგენილი განმარტება შესაძლებელია გააკეთოს საბჭოს თავმჯდომარემ , რის თაობაზეც საგრანტო საბჭოს პირველივე სხდომაზე ეცნობებათ საგრანტო საბჭოს წევრებს .
3. ორგანიზაცია , რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს , უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული .
4. საბჭოს უფლება აქვს , საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა , ასევე ცნობა მოვალეთა რეესტრიდან .
5. იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელმა 2 სამუშაო დღეში ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე ცნობა საგადასახადო დავალიანების არსებობის ან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში , საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის წარმომდგენი განმცხადებლის დისკვალიფიკაციის თაობაზე .
1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განმცხადებლის მიერ მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით , შესაბამისი მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტთა ერთობლიობას , რომელიც მოიცავს , სულ მცირე :
ა ) საგრანტო განაცხადის ფორმას (ტიპურ ფორმას , საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი . საგრანტო განაცხადის ფორმა ქვეყნდება მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ) და საგრანტო წინადადებას შესაბამისი დანართებით ;
ბ ) განმცხადებლის დებულებას /წესდებას ;
გ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს ;
დ ) იურიდილი პირის შემთხვევაში – ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან .
2. საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
3. საგრანტო განაცხადის დადგენილ მოთხოვნებთან ტექნიკურ შესაბამისობას ადგენს შესაბამისი სამინისტროს ის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს გამართულ ფუნქციონირებას . თუ საგრანტო განცხადება შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს , განმცხადებელს მიეცემა არანაკლებ 2 სამუშაო დღე მის აღმოსაფხვრელად . ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში განცხადების დისკვალიფიკაციის შესახებ საკითხს წყვეტს საბჭო .
4. საკითხს მიღებული განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამით განაცხადების შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ , საბჭოს სხდომაზე .
5. საგრანტო განაცხადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობისას ექვემდებარება დისკვალიფიკაციას . წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ შევსება /გასწორება დაუშვებელია . საბჭო არ ახდენს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას , თუ მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეიცავს ისეთ უზუსტობებს , რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება კონკურსის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს .
6. საბჭო უფლებამოსილია, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია /დოკუმენტაცია და განმცხადებელს ამისათვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა .
7. საგრანტო განაცხადის დაზუსტების მიზნით საბჭო უფლებამოსილია , მოითხოვოს განმცხადებელთან შეხვედრა . გადაწყვეტილებას განმცხადებლის საბჭოს სხდომაზე მოწვევის შესახებ იღებს საბჭო , რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი სხდომის დღეს და ამის შესახებ განმცხადებელს აცნობებს სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა .
8. გადაწყვეტილებას განმცხადებლის სხდომაზე მოწვევის შესახებ საბჭო აქვეყნებს მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე , ასევე აცნობებს განმცხადებელს ტელეფონის ან /და ელ -ფოსტის მეშვეობით . საბჭოს სხდომა , რომელზეც მოწვეულია განმცხადებელი , საჯაროა და მასზე დასწრების უფლება აქვს ყველა განმცხადებელს , გარდა ამ წესის მე -19 მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად დისკვალიფიცირებული პირებისა .
9. საბჭოს წევრები ცალ -ცალკე განიხილავენ თითოეული საგრანტო წინადადების შესაბამისობას შეფასების კრიტერიუმებთან .
10.იმ შემთხვევაში , თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული , სხდომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საბჭო შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის მინისტრს საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების , საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ .
1. საგრანტო განაცხადის ტიპურ ფორმას საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი .
2. საგრანტო განაცხადს თან უნდა ერთოდეს საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში აღნიშნული ყველა დამატებითი დოკუმენტაცია .
3. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით საბჭოს წარუდგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას .
4. საგრანტო განცხადების დოკუმენტების მიღების თარიღად და დროდ ითვლება მათი შესაბამის ელექტრონულ სისტემაზე გაგზავნის ან წერილობითი სახით საგრანტო განცხადების შესაბამისი სამინისტროს კანცელარიაში რეგისტრაციის დრო .
1. საგრანტო წინადადება უნდა შეიცავდეს :
ა ) თუ როგორ , რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურების შესრულებას . ასევე ინფორმაციას იმის შესახებ , განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურებას დამოუკიდებლად შეასრულებს თუ ისარგებლებს ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების ) შესაძლებლობით ;
ბ ) გრანტის ოდენობას , რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი სამუშაოს /მომსახურების შესრულებას ;
გ ) დეტალურად გაწერილ პროექტის ბიუჯეტს ;
დ ) შესრულების ვადას ;
ე ) მოსალოდნელ შედეგს ;
ვ ) ინფორმაციას განმცხადებლის ადამინური რესურსების , მათი ვინაობისა და კვალიფიკაციის შესახებ ;
ზ ) ინფორმაციას იმის შესახებ , თუ როგორ გეგმავს განმცხადებელი მიღწეული შედეგების
შეფასებას .
2. განმცხადებელს უფლება აქვს ერთ მიმართულებაზე (ლოტზე ) წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება .
1. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს შესაბამისი მინისტრი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარდგინების საფუძველზე , ამ წესისა და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად .
2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებასთან ერთად მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით .
3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია :
ა ) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი ;
ბ ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა ;
გ ) ადამიანური რესურსების გამოცდილება ;
დ ) საგრანტო წინადადების ხარჯთეფექტიანობა ;
ე ) საგრანტო წინადადებით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისობა მისაღწევ მიზნებთან .
4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით საბჭო ადგენს დამატებით შეფასების კრიტერიუმებს .
5. საგრანტო წინადადებები ფასდება საბჭოს მიერ ცალ -ცალკე, საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით .
1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ საბჭო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას . შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა .
2. საგრანტო განაცხადის შერჩევის მიზნით საბჭო ამოწმებს, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ;
3. შერჩევის პროცესში საბჭო ახდენს საგრანტო განაცხადების კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად :
ა ) საგრანტო განაცხადები , რომელთა მიმართ არსებობს დისკვალიფიკაციის საფუძველი ;
ბ ) საგრანტო განაცხადები , რომლებიც უნდა იქნეს განხილული .
4. თითოეული განაცხადის დისკვალიფიკაციის თუ განსახილველად მიღების საკითხს საბჭო წყვეტს კენჭისყრით .
5. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს დისკვალიფიკაციის საფუძველი . განაცხადი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს , ან :
ა ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი , რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის ;
ბ ) განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი , რომლის წარდგენაც მოითხოვა საბჭომ , ან ამ დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად , ამ წესის მე -15 მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად , ს აბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე ;
გ ) განმცხადებელი არ გამოცხადდა ამ წესის მე -15 მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად საბჭოს მიერ დანიშნულ სხდომაზე , რის გამოც საბჭოს არ გააჩნია ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით , რომელთა დაზუსტების მიზნითაც განმცხადებელი მოწვეულ იქნა ამ სხდომაზე ;
დ ) წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ;
ე ) ერთი სუბიექტის მიერ ერთ ლოტზე წარმოდგენილია ერთზე მეტი საგრანტო წინადადება ;
ვ ) ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა ტექნიკური ხარვეზი ;
ზ ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე .
1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას . შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ -ცალკე , დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით . ასევე , საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა -განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობითი ან ზეპირი ) და /ან ექსპერტისაგან .
2. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს სხდომაზე შეფასებაში მონაწილე წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების ჯამის გაყოფით საბჭოს იმ წევრების რაოდენობაზე , რომელიც მონაწილეობას ღებულობს შეფასებაში (საშუალო არითმეტიკული ).
3. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება , რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს , თუ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საგრანტო წინადადების უარყოფის შესახებ .
4. საგრანტო საბჭოს აქვს უფლება , მოთხოვნილზე დაბალი თანხით დააფინანსოს საგრანტო წინადადება .
5. თუ გამარჯვებული უარს განაცხადებს საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე , საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე ან ქულათა რეიტინგით მომდევნო განმცხადებლის გამარჯვებულად ცნობის შესახებ , თუ ის დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს .
6. თუ საგრანტო წინადადებამ მიიღო მაქსიმალური ქულის ნახევარზე ნაკლები , საბჭოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს დასვას საგრანტო წინადადების უარყოფის საკითხი . ასეთ შემთხვევაში კენჭი ეყრება საგრანტო წინადადების უარყოფას . თუ კენჭისყრის შედეგად საგრანტო წინადადება არ იქნა უარყოფილი , იგი ჩაითვლება მიღებულად .
7. თუ ორმა ან რამდენიმე საგრანტო წინადადებამ თანაბარი ქულები დააგროვა , მაშინ გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენა ხდება კენჭისყრით . კენჭისყრის შედეგად ორი ან რამდენიმე საგრანტო წინადადების მიერ თანაბარი ხმების დაგროვების შემთხვევაში საგრანტო წინადადების განხილვისა და შესწავლის პროცედურა იწყება თავიდან .
8. საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება მთავრობის ან /და შესაბამისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე .
9. იმ შემთხვევაში , თუ საგრანტო საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკურსის ჩატარებას არსებითად განსხვავებული პირობებით , რის საფუძველზეც განხორციელდება ცვლილება საგრანტო პროგრამაში ამ წესის შესაბამისად , შესაბამისი მინისტრი უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის შეწყვეტის შესახებ .
1. საგრანტო წინადადებების შერჩევის პროცედურა უნდა დასრულდეს და გამარჯვებული გამოვლინდეს საგრანტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში .
2. გამარჯვებული საგრანტო წინადადების გამოვლენის შემდეგ , საბჭო მიმართავს შესაბამის მინისტრს რეკომენდაციით გრანტის გაცემისა და მიღების გაცემის შესახებ .
3. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტის გაცემისა და მიღების თაობაზე , იღებს შესაბამისი მინისტრი .
1. გრანტის გამცემის და საბჭოს ნებისმიერი ქმედება ან /და გადაწყვეტილება ან საგრანტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო საკითხები საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2. საბჭოს ქმედება ან /და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გრანტის გამცემთან ან /და სასამართლოში .
3. გრანტის გამცემის ქმედება ან /და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან ) ან სასამართლოში .
4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან საგრანტო ხელშეკრულების დადების პროცესს , თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჩერების გამომრიცხავი სხვა გარემოებები . თუ მოსალოდნელია გასაჩივრების შემთხვევაში დავის გადაწყვეტის გახანგრძლივება 1 თვეზე მეტი ხნით და შეჩერებულია შემდგომი პროცედურების განხორციელება , რაც საფრთხეს უქმნის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროულად დაწყებასა და შესრულებას , შესაბამისი მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და მისი ხელახლა გამოცხადების შესახებ .
1. შესაბამისი სამინისტრო გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე წარუდგენს მთავრობას , გრანტის გაცემის მიზნის , გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის .
2. გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს თან უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დადებითი დასკვნა .
3. სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 1%-ს , თუ მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება .
4. სამინისტროს მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე შესაბამისი უწყებების დასკვნებთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის მიღების მიზნის , მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით ) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით .
1. სამართლებრივი ურთიერთობა შესაბამის სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ წესით და მათ შორის დადებული წერილობითი საგრანტო ხელშეკრულებით .
2. საგრანტო ხელშეკრულების პროექტი მის გაფორმებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად წარედგინება მთავრობას .
3. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საბჭოს გადაწყვეტილება , გრანტის მიმღების საგრანტო წინანადადების გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ და შესაბამისი მინისტრის გადაწყვეტილება საბჭოს მიერ გამარჯვებულად ცნობილი პროექტის საგრანტო დაფინანსების შესახებ .
4. საგრანტო ხელშეკრულების დადების , შეჩერების , შეცვლისა და შეწყვეტის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით .
5. გრანტის მიმღებს შეუძლია გასცეს ქვეგრანტი , თუ მისი გაცემა გათვალისწინებულია გრანტის მიმღებსა და გამცემს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით . ამასთან , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგრანტო ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ქვეგრანტის გაცემის პირობებს .
6. ამ მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი წესით თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა , გრანტის გამცემის უფლებამოსილ პირსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის იდება საგრანტო ხელშეკრულება .
7. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში , როცა :
ა ) არსებითად შეიცვალა გარემოება , რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება ;
ბ ) გამოვლინდა დისკვალიფიკაციის საფუძველი ;
გ ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი .
8. ამ მუხლის მე -7 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 7 დღის ვადაში , გრანტის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ . სხვა შემთხვევაში ცხადდება ხელახალი საგრანტო კონკურსი .
9. ამ მუხლის მე -7 პუნქტის „ბ “ და „გ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში , 7 დღის ვადაში შესაბამისი მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ .
1.გრანტის გაცემისა და მიღების სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემ შესაბამის სამინისტროსა და გრანტის მიმღებს შორის , აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების ) გამოყოფის შესახებ . ხეშეკრულება უნდა შეიცავდეს :
ა ) გრანტის გაცემის მიზანს ;
ბ ) მოცულობას ;
გ ) სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას;
დ ) მათი ათვისების ვადებს და ძირითად მოთხოვნებს , რომლებსაც გრანტის გამცემი სამინისტრო უყენებს გრანტის მიმღებს .
2. საგრანტო ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს :
ა ) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს ;
ბ )მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ ;
გ ) შესასრულებელი სამუშაოს /მომსახურების აღწერას ;
დ ) მხარეთა უფლება -მოვალეობებს ;
ე ) შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს , ვადას , და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს ;
ვ ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ;
ზ ) შესასრულებელი სამუშაოს /მომსახურების ვადას , ეტაპებს ;
თ ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს ;
ი ) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების ) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში );
კ ) სამუშაოს /მომსახურების შესრულების დადასტურების წესს ;
ლ ) ანგარიშგების წესს ;
მ ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს ;
ნ ) დავის გადაწყვეტის წესს ;
ო ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას ).
1. გრანტის მიმღები საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს დამოუკიდებლად და მის საქმიანობაში გრანტის გამცემის ჩარევა დაუშვებელია .
2. გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევად არ ითვლება ამ წესითა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშგების წესებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება .
1. შესაბამისი სამინისტრო ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე .
2. გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში .
3. პერიოდული და საბოლოო ანგარიშების ფორმას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი . ანგარიშგების ფორმები წარმოადგენს საგრანტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს .
4. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას :
ა ) გრანტის მიმღების შესახებ ;
ბ ) გრანტის გაცემის სფეროს , მიზნების , ამოცანების და სამიზნე ჯგუფის შესახებ ;
გ ) გრანტის მოცულობის შესახებ ;
დ ) საგრანტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ ;
ე ) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ , ვადებისა და მიღწეული მიზნების შეფასების მითითებით ;
ვ ) დანახარჯების შესახებ;
ზ ) განხორციელებული აქტივობების ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ .
5. გრანტის გამცემი უფლებამოსილია , ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობის გარდა , გრანტის მიმღებს მოსთხოვოს საგრანტო პროგრამის მიმდინარე პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარმოდგენა , რაც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს .
6. მონიტორინგი ტარდება ანგარიშგების მასალების , მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის და გრანტის გამცემის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე . გრანტის გამცემი უფლებამოსილია , გრანტის მიმღებს მოსთხოვოს ამ მუხლის მე -2 და 5 პუნქტებით გათვალისწინებულ ანგარიშთან დაკავშირებული განმარტებების ან /და დამატებითი დასაბუთების , ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება .
1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან /და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან /და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს , გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით .
2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას , გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ . დარღვევის აღმოფხვრამდე შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა, თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად .
3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვერება საგრანტო ხელშეკრულებით .
4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხები .
თუ საგრანტო თანხის ხარჯვის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება გამოუყენებელი თანხები და თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა , გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს აუთვისებელი თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით .