ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2019 წლის 7 ოქტომბერი დაბა ხარაგაული |
|
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში – წესი ) არეგულირებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის „სახაზინო (საბიუჯეტო ) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად , ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების განხორციელების პირობებს .
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის – დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების მეშვეობით .
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოებისას , გარდა ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებისა , გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობა .
4. ეს წესი არ ვრცელდება ინფორმაციის სახეობებზე , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას .
5. „სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე “ დოკუმენტების საქმისწარმოების ინსტრუქცია განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით .
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა :
ა ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა , რომლის მონაწილეთა /მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით ;
ბ ) რეგისტრაცია – ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა , რის შედეგადაც მომხმარებელი იღებს „მომხმარებლის სახელს “ და „პაროლს “, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ;
გ ) ელექტრონული ხელმოწერა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში :
გ .ა ) ავტორიზაცია – რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა “ და „პაროლის “ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა , რომლითაც მომხმარებელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას ;
გ .ბ ) ციფრული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელმოწერა ;
დ ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული , ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი , გაგზავნილი , მიღებული ან /და შენახული წერილობითი ინფორმაცია :
ე ) განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული ელექტრონული , ოპტიკური ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილი წერილობითი მოთხოვნა ;
ვ ) ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან /და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი ;
ზ ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან /და იურიდიული პირი , ადმინისტრაციული ორგანო , რომელთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი , აგრეთვე , რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება ;
თ ) პირადი გვერდი – მომხმარებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში , სადაც სამსახურში მისი დოკუმენტბრუნვა ფიქსირდება .
1. დოკუმენტების ელექტრონული სახით მოძრაობა მათი მიღების ან შექმნის მომენტიდან შესრულებამდე , გაგზავნამდე ან საქმეში მოთავსებამდე , წარმოადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონულ დოკუმენტბრუნვას .
2. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს დოკუმენტების ტრადიციულ - მატერიალური და ელექტრონული დამუშავების თავსებადობას .
3. მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული დოკუმენტის ფორმატში ან /და პირიქით , ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის შემთხვევაში , „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , ციფრული ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტის ორიგინალს და მის ასლს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა .
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული დოკუმენტების მიღება -რეგისტრაციას და მათ პირველად დამუშავებას ახორციელებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება .
2. პირველადი დამუშავების პროცესი მოიცავს შემოსული დოკუმენტების მატერიალური ფორმატიდან ელექტრონულ ფორმატში გადაყვანას სკანირების გზით , განაწილების მიზნით წინასწარ განხილვას , გადაცემას სარეზოლუციოდ , შესრულების ვადის განსაზღვრასა და უშუალო შემსრულებლისათვის გადაცემას .
3. მატერიალური სახით შემოსულ დოკუმენტს მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესმის რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი .
4. დასაშვებია დანართის დოკუმენტების სკანირება , რომელთა რაოდენობა არ აღემატება 20 ფურცელს .
5. იმ შემთხვევაში , თუ დანართი დოკუმენტები აკინძულია , დამოწმებულია ბეჭდით ან მისი გადაყვანა ელექტრონულ ფორმატში ტექნიკურად შეუძლებელია , იგი შემსრულებელს გადაეცემა მატერიალური სახით – ქაღალდის ფუძე მატარებელზე .
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში დოკუმენტების რეგისტრაცია ხდება ცენტრალიზებულად და მხოლოდ ერთხელ (ერთჯერადად ): შემოსული – შემოსვლის დღეს 18:00 საათამდე , ადგილზე შექმნილი – ხელმოწერის ან დამტკიცების დღეს 18:00 საათამდე .
ა ) დოკუმენტების რეგისტრაცია ხდება ჯგუფების ფარგლებში დოკუმენტის სახეობის , ავტორისა და შინაარსის მიხედვით ;
ბ ) დამატებითი დოკუმენტის მიღების შემთხვევაში , იგი მიებმება ძირითად რეგისტრირებულ დოკუმენტს იმავე ნომრით .
7. სარეგისტრაციო ნომერი თითოეული დოკუმენტის სავალდებულო რეკვიზიტია . დოკუმენტის რეგისტრაცია წარმოადგენს დოკუმენტის შესახებ აუცილებელი ცნობების ჩაწერას სარეგისტრაციო ფორმებში , დოკუმენტისათვის შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრის მიცემასა და მის დასმას უშუალოდ დოკუმენტზე .
8. სამსახურებრივი ხასიათის საფოსტო გზავნილები აღნიშვნით „პირადად “ ან „კონფიდენციალური “ რეგისტრაციაში ტარდება კონვერტზე მითითებული მონაცემების მიხედვით და გაუხსნელად გადაეცემა ადრესატს .
9. არასწორი , მცდარი მისამართით გამოგზავნილი კორესპონდენცია არ რეგისტრირდება და უბრუნდება ავტორს ან იგზავნება კუთვნილებისამებრ .
10. ელექტრონული ფოსტით მიღებული დოკუმენტები გამოიყენება ასლის უფლებით დედნის მიღებამდე .
11. მატერიალური სახით შემოსული დოკუმენტების დედნები ინახება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში .
12. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე , დასაშვებია მატერიალური სახით შემოსული დოკუმენტების დედნები შესანახად გადაეცეს შემსრულებელს .
13. დედანი დოკუმენტის მატერიალური სახით შემსრულებლისათვის გადაცემა ფორმდება ელექტრონულ რეესტრში შესაბამისი აღნიშვნით .
1. მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას , თუ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა .
2. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოწვევის ან /და დაინტერესებული მხარის წერილობითი პოზიციის გამოთხოვის საშუალებით .
3. შესაბამის სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ან /და ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება სატელეფონო შეტყობინების ან /და წერილობითი შეტყობინების საფუძველზე . სატელეფონო ან /და წერილობითი შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია , როგორც ელექტრონული , ისე მატერიალური საშუალებით .
4. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც , ხოლო ზეპირ მოსმენაზე სატელეფონო ან /და ელექტრონული შეტყობინების საშუალებით მოწვევის შემთხვევაში არანაკლებ 2 დღით ადრე .
1. განცხადების განხილვა , დოკუმენტის ვიზირება და შესაბამისი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით .
2. განცხადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაეწერება შესაბამისი დავალებით /რეზოლუციით . დავალების ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს გაცემული დავალების შემსრულებლის ვინაობა , შესასრულებელი დავალების შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში შესრულების სპეციალური ვადა , რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ვადებს . დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს .
3. თუ რეზოლუციით დავალება რამდენიმე პირს აქვს გადაცემული , მისი დადგენილ ვადებში შესრულებისთვის პასუხისმგებელია ის , ვინც პირველი ადრესატია , ხოლო დანარჩენები ვალდებულნი არიან პირველ შემსრულებელს მიაწოდონ ინფორმაცია (მოსაზრება ) დავალებაზე .
4. სტუქტურული ერთეულის უფროსი წარმოებაში მიღებული დავალების გადამისამართებას ახდენს მხოლოდ მის დაქვემდებარებაში არსებული განყოფილების მოხელეზე .
5. თუ დოკუმენტი ინფორმაციული ხასიათისაა და არ მოითხოვს რაიმე ქმედების განხორციელებას ხდება „ადრესაციის დასრულება “ შესაბამისი კომენტარით .
6. შემსრულებელი ვალდებულია დავალებაზე მუშაობა დაასრულოს დავალებით განსაზღვრულ სპეციალურ ვადაში . იმ შემთხვევაში , თუ დავალებაში არ არის განსაზღვრული სპეციალური ვადა , დავალება სრულდება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“და კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ვადაში .
7. როცა საკითხის გადაწყვეტისთვის კანონმდებლობით დაწესებულია კონკრეტული ვადა და საჭიროა ერთზე მეტი მოხელის მიერ დავალების შესრულება , თითოეულმა დავალება უნდა შეასრულოს გონივრულ ვადაში , რათა საერთო ვადა თანასწორად გადანაწილდეს .
8. თუ დავალებით განსაზღვრული სპეციალური ვადა არ არის საკმარისი დოკუმენტის შესასრულებლად , შემსრულებელი დასაბუთებული თხოვნით მიმართავს დავალების ავტორს ვადის გაგრძელების თაობაზე . შესრულების ვადის გაგრძელება ფიქსირდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში .
9. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება ან /და განცხადების განხილვა სრულდება ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემით .
10. ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება განმცხადებლისთვის /დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობა .
11. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია : მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან /და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხველის საშუალებით . დაშიფრული კოდი მოიცავს დოკუმენტის მონაცემების ერთობლიობას : დოკუმენტის ნომერს და დოკუმენტის მოძრაობის ნომერს .
12. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან /და სხვა ელექტრონული დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ გათვალისწინებულ მოთხოვნებს .
13. ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით
1. ელექტრონული მომსახურების განხორციელებისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები .
2. განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების შემდგომი დღიდან . ელექტრონული დოკუმეტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება . თუ სისტემაში განცხადების განთავსება განხორციელდება უქმე ან /და დასვენების დღეს , ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო პირველივე სამუშაო დღიდან .
1. საქმისწარმოების განყოფილება ამოწმებს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლებს – შეესაბამება თუ არა დედნის და ასლის შინაარსი ერთმანეთს . არ შეიძლება დამოწმდეს დოკუმენტი , რომლის შინაარსი შეცვლილია ან დარღვეულია მისი მთლიანობა .
2. ასლის დამოწმებისას მის ყველა გვერდზე სრულდება წარწერა – „ასლი დედანთან სწორია “, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და საქმისწარმოების განყოფილების ბეჭდით .
დოკუმენტის დედნის შესაბამისი ორგანოების მიერ მოთხოვნის ან ამოღების შემთხვევაში დგება მიღება-ჩაბარების აქტი . აქტში შეიტანება ინფორმაცია დოკუმენტზე პასუხისმგებელი პირის შესახებ , დოკუმენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები , დოკუმენტის გადაცემის ხანგრძლივობა , დოკუმენტის დაბრუნების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი და საჭიროებისას სხვა ინფორმაცია .