თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.12.2017 ბოლო ცვლილება 08.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016371
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვიტოს №5 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014წ., 010250020.35.176.016005).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 18 მარტის №22 დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19/03/2015 წ., 010250020.35.163.016261).
მუხლი 4
   დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის (შემდგომში – სამსახური ) დანიშნულებას , ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს .

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით “, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით , თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით , საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით .

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. სამსახურს აქვს ბეჭედი , იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით .

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები :

1. ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოებული და საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და საბოლოო რედაქციით შემუშავებას .

2. შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ( მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა .შ .);

3. უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე ;

4. განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს , ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის , როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის , სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს ;

5. შეისწავლის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს , მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებებს წარუდგენს მერს ;

6. განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს ;

7. ახორციელებს კონტროლს გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , გარე ვაჭრობის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებულ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ;

8. ახორციელებს უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სარეკლამო , სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების , დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების ზედამხედველობას , მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებებს უზრუნველყოფს ;

9. ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა -ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო -ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან , ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე , კანონით დადგენილი წესით ;

10. ახორციელებს არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების ზედამხედველობას , ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ანდა დემონტაჟის , სამართალდამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებას ;

11. უზრუნველყოფს გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას ;

12. უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ქვემდებარე სამართალდარღვევების გამოვლენას , ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას , კომპეტენციის ფარგლებში ;

13. უზრუნველყოფს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენას , ოქმის შედგენას და რეაგირება ს კომპეტენციის ფარგლებში ;

14. ახორციელებს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებისათვის საჭირო ღონისძიებებს ;

15. ახორციელებს სამსახურისათვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი .

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან .

სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულები განყოფილებებია :

) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ;

) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება ;

) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება .

მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის უფროსი , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ და „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში :

) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე ;

) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით , მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების , მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებს , რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ .

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან /და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში , სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი .

მუხლი 5. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელი , რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ და „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი .

2. სამსახურის განყოფილების უფროსი :

) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს ;

) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ;

) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას ;

) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ;

) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს .

მუხლი 6. სამსახურის მოხელე

1. სამსახურის მოხელეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ და „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მოხელე პასუხისმგებელია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე ;

3. მოხელე უზრუნველყოფს მერის , სამსახურის უფროსის , აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას .

მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები

1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია :

) საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ;

) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა ;

) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება ;

) მერიის თანამშრომელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ; 

) მერიის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობა ;

) მერიისა და მერის , აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში ;

) შესაბამისი დავალების შემთხვევაში მერის წარმომადგენლობის განხორციელება სახელმწიფო ორგანოებთან , კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის ამ ორგანოთა სხდომებზე , თათბირებზე და ა .შ .);

) ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე , ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე ;

) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ი ცალკეული საკითხების განხილვა , საქართველოს კანონმდებლობასთან მერიის , როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხის შეთანხმება ;

) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების , მოსაზრებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებების წარდგენა მერისთვის ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება .

2. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია :

) საქართველოში მოქმედი ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა , დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან /და დემონტაჟი , მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება ;

) სამშენებლო , სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა );

) გარე რეკლამის განთავსებაზე კონტროლი ;

) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციათა კარადების და ჭების კონტროლი ;

) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი ;

) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთა და საჯარიმო სანქციების გამოყენება ;

) სანიტარიულ - ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი ;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან /და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის , მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება ;

) ახლად აშენებული , რეკონსტრუირებული ობიექტების , დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება ;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება მის საზედამხედველო ობიექტებში ტექნიკური და სამშენებლო , სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე ;

) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად კონტროლის დამყარება და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე , საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე ;

) ზედამხედველობის წარმოება ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე , მათ მოჭრაზე , გადაბელვაზე , ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ;

) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება ;

პ ) განყოფილების მოხელეებს შესაძლებელია ჰ ქონდეთ უნიფორმა და სამსახურებრივი მოწმობა .

5. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების ფუნქციებია :

ა ) ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების , გაუქმების , მათი ტარიფების განსაზღვრის თაობაზე წინადადებებისა და პროექტების მომზადება ;

ბ ) ადგილობრივი მოსაკრებლების გადამხდელთა ბაზის შექმნა და მათ მიერ შესასრულებელი ან /და შესრულებული ვალდებულებების პერიოდული ანალიზი ;

გ ) კანონით დადგენილი მოსაკრებლების ამოღება სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად ;

დ ) მოსაკრებლების გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციების მიწოდება , გადასახადის ვადების , მოცულობის შესახებ ;

ე ) შემოსული განცხადებების , მიმართვების (წერილების ) მიღება -განხილვა ;

ვ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება .

მუხლი 8. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით , თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ .