თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.04.2024 ბოლო ცვლილება 29.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.154.016527
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024  წლის 30 აპრილი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული  სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №22 დადგენილება (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი:  010260020.35.154.016353).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი



დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება
  
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ მომსახურებას , მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში , აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებისას .

  2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

სამსახურის საქმიანობის პრინციპებია :

ა )  საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე ;

ბ )  საქმიანობის საჯაროობა და   გამჭვირვალობა ;

გ )  კანონის წინაშე თანასწორობა ;

დ ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა ;

ე )  დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე ;

ვ )  მიუკერძოებლობა.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

  მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს :

ა ) მერის , მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას ;

ბ ) მერის დავალების საფუძველზე მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას , მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან ;

გ ) მერის დავალების საფუძველზე საკრებულოში წარსადგენი , სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქტირებასა და შეთანხმებას , რომელთა პროექტი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ 5 სამუშაო დღით ადრე სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გაგზავნილი უნდა იქნეს იურიდიული სამსახურისთვის ;

დ ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში ;

ე ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ;

ვ ) მერის დავალების შემთხვევაში მოქალაქეთა განცხადებების /საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას ;

ზ ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას და დასკვნის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე , რომელთა შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეული 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავს იურიდიულ სამსახურს .

თ ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევას ;

ი ) მოქმედი კანონმდებლობით , მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას .

კ ) სხვა სამსახურებთან ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების და პროექტების მომზადება .

ლ ) სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების ) სამართლებრივი ანალიზი და მათი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება .

მ ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზაციულ -სამართლებრივ უზრუნველყოფას .

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა

1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .

2. სამსახურის უფროსი :

ა ) ხელმძღვანელობს , ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   სამსახურს , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

ბ ) წარმართავს       სამსახურის      საქმიანობას      და     პასუხისმგებელია     ამ    სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის ;

გ ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის   საჯარო მოხელეებს შორის ;

დ ) განსაზღვრავს სამსახურის   საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ;

ე ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით , მათ შორის , საჯარო მოხელეთა წახალისების , დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების , შვებულების , სამსახურებრივი მივლინებისა   და    პროფესიული    განვითარების    თაობაზე   „საჯარო     სამსახურის     შესახებ “  საქართველოს კანონით დადგენილი წესით ;

ვ ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;

ზ )  აფასებს სამსახურის მოხელეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ ;

თ ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას ;

ი ) უზრუნველყოფს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას ;

კ )  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით , მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

ლ ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .

მ ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს .

3. სამსახურის მოხელე :

ა ) სამსახურის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

ბ ) საქმიანობა წარმართოს   კანონმდებლობის , მერიის დებულებისა და ამ დებულების , აგრეთვე ,  მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად ;

გ ) ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის დავალებებს ;

დ ) განუხრელად იცავს და ასრულებს   მერიის   შინაგანაწესის მოთხოვნებს ;

ე )   ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ;

ვ )  ვალდებულია გაუფრთხილდეს  მერიის   ქონებას ,   არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება ;

ზ ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით   განსაზღვრული   სხვა   მოვალეობები .

მუხლი 5.   სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილების შეტანა

1.  სამსახურის   დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო .

2.  სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .