მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2017 წლის 22 ნოემბერი დაბა მესტია |
|
მუხლი 1. ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავებას , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების პროგრამების შემუშავებას და ტურიზმის მოზიდვის პროექტების განხორციელებაში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს , საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულებებითა და სამსახურებრივი ინსტრუქციებით , მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებივი აქტების საფუძველზე და მათ შესაბამისად .
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხით .
4. სამსახურს აქვს დებულება , ბლანკი , ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით , აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები .
1. სამსახური შდგება სამსახურის უფროსის , სამი განყოფილებისა და სპეციალიტებისაგან ;
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია :
ა ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება ;
ბ ) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება ;
გ ) ტურიზმის განვითარების გაყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებისა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით მის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის ერთ -ერთი განყოფილების უფროსი .
4. მერის დავალებით , სამსახურის უფროსი ამზადებს სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის პროექტს , ხოლო სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსი . რომლებიც წარედგინება მერს , რომელიც აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოსცემს ინსტრუქციას შესაბამისი სამსახურის სამუშაოთა აღწერილობის თაობაზე .
5. სამსახურის განყოფილება შედგება უფროსისა და სამსახურის გაყოფილების მოხელეებისაგან.
6. გაყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისი ინსტრუქციით . განყოფილების უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში , სამსახურის უფროსის ბრძანებით მის უფლებამოსილებას ასრულებს განყოფილების ერთ -ერთი მოხელე .
7.განყოფილების მოხელეების უფლებამოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით , მერიის დებულებით , განყოფილების მოხელეთა სამუშაოების აღწერილობით .
ა ) მუნიციპალიტეტის სოციალურ -ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის , პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას ;
ბ ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას ;
გ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის , ინვესტორების მოზიდვისა და მათთან თანამშრომლობის , შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე ;
გ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგელობაში არსებული უძრავ -მოძრავი ქონების , მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი საწარმოთა წილების , აქციების , ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას , ინვენტარიზაციას და მათ რეგისტრაციას . მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას ;
დ ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე ;
ე ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე ;
ვ ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის , შეძენის , პრივატიზების ან სარგებლობაში ( მართვაში ) გადაცემის საკითხებზე ;
ზ ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე და მოვლა -პატრონობაზე ;
თ ) ტურიზმის განვითარების პროგრამებისა და პროექტების მომზადება -შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგის საკითხებს :
ი ) ტურიზმის სართაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და სართაშორისო ტურისტულ ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას ;
კ ) ადგილობრივი ტურისტული მარშრუტების შემუშავებასა და დამტკიცებას ;
ლ ) ტურიტების მოზიდვისათვის სპეციალური ფორუმების , კონფერენციების და გამოფენა -დათვალიერების მოწყობას ;
მ ) კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას და ტურისტული ინფრასტრუსქტურის განვითარებაში ხელის შეწყობას .
ნ ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას ;
ა ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას , პროგრამების განსახორციელებლად დასკვნების , წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ;
ბ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროეგრამების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება , გადამუშავება , ანალიზი და მათ საფუძველზე სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ;
გ ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით სამეწარმეო (როგორც კომერციული , ისე არაკომერციული ) საწარმოების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;
დ ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის შეგროვებას , დამუშავებას და ანალიზს და რეკომენდაციებს ;
ე ) საინვესტიციო პროექტების მომზადებას და კერძო ინვესტიციებისათვის ხელშეწყობის პირობებისა და ღონისძიებების მომზადებას ; საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე ზედამხედველობას ;
ვ ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან , მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან კონსულტაციებისა და ურთიერთობების წარმართვას ;
ზ ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
სამსახურის მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს :
ა ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას ;
ბ ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების , ფასიანი ქაღალდების , საწარმოთა წილებში მისი საკუთრების აღრიცხვას ;
გ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით ;
დ ) აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით ;
ე ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე ;
ვ ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ;
ზ ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას ;
სამსახურის ტურიზმის გაყოფილება უზრუნველყოფს :
ა ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების პროექტებისა და პროგრამების მომზადება -შემუშავება , მათი განხორციელების მონიტორინგი ;
ბ ) ტურიზმის განვითარებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმებში , კონფერენციებში მონაწილეობა და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრებთან თანამშრომლობა ;
გ ) მერიის ვებგვერდზე და ელექტრონულ საიტებზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების , ისტორიული ძეგლების , ბუნებრივი სიმდიდრეების ანოტაცია და ფოტოსაილუსტრაციო მასალების გავრცელება ;
დ ) სპეციალური ფორუმების , კონფერენციებისა და გამოფენა -დათვალიერების ორგანიზებას და მოწყობას ;
ე ) ადგილობრივი ტურისტული მარშრუტების დადგენასა და დამტკიცებას , ალპინისტურ საექსპედიციო ჯგუფებთან მუდ მივ კავშირს და ინფორმაციულ უზრუნვეყოფას მათი გადაადგილების თაობაზე;
ვ ) კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას და ტურიზმის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელისშეწყობას ;
ზ ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. ამ დებულებაში ცვლილებებისა და მატებების შეტანა ხორციელდება მერიის დებულებაში გათვალისწინებული წესის მიხედვით.
2. ეს დებულება ძალაში შედის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად ძალაში შესვლის დღიდან.