ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.06.2018 ბოლო ცვლილება 24.01.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2018 წლის 29 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის,  „ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს   კანონის მე-20  მუხლისა და 25-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 ქლის 27 ნოემბრის №34 დადგენილება (ვებგვერდი, 02.12.2014,  სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.151.016172) „ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და  სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების  დამტკიცების  შესახებ“.
 
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე



დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის  სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განვითარების   სამსახურის დებულება
მუხლი 1. მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური

1. მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებას ; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება -განხორციელებას და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას .

 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურის ადგილსამყოფელია : დ აბა სტეფანწმინდა ,ალ . ყაზბეგის ქუჩა №1.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთუელის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთუელის ხელმძღვანელი  - სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და   სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით და სამსახურის უფროსის   სამუშაოთა აღწერილობით . პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის   უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი .

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -14 მუხლით . სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს :

ა ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ;

ბ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას , უფლებრივ ზონირებას ;

გ ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას ;

დ ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ;

ე ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას ;

ვ ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ;

ზ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ;

თ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ;

 ი ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ;

კ ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანებების შემუშავებას ;

ლ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ;

მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.01.2024.
როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.06.2018. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.151.016256.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.01.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №28, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016256 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4239762/