გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2023 წლის 26 სექტემბერი ქ. გარდაბანი |
|
2. სამსახურის საშტატო ნუსხა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით .
3. სამსახურს აქვს დებულება და ბეჭედი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით .
4. სამსახურის ადგილსამყოფელია ქ . გარდაბანი , დავით აღმაშენებლის ქ . №127.
1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ “, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი “, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების , ამ დებულების , გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის , სოციალური , ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების , მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად .
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის , კეთილსინდისიერების , ეკონომიურობისა და ეფექტურობის , ობიექტურობის , პროფესიონალიზმის , კანონიერების , გამჭვირვალობის , თანასწორობის , საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად .
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ფუნქციებია :
ა ) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება ;
ბ ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია ;
გ ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით შესაბამისი დაწესებულებების მართვის კოორდინაცია ;
დ ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა /დევნილთა პრობლემების შესწავლა , შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა ;
ე ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება , რომელთათვისაც სოციალური დახმარების გაწევა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ;
ვ ) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში ;
ზ ) საჭიროების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობისათვის თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მათი სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება ;
თ ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად ;
ი ) სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეთა აღრიცხვა ;
კ ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან , ორგანიზაციებიდან მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ პირებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება ;
ლ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა ;
მ ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და შესაძლებლობის შემთხვევაში მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა ;
ნ ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ;
ო ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება ;
პ ) წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების , რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე ;
ჟ ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში ) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან კოორდინირებული მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციების გაცემა და წინადადებების მომზადება ;
რ ) მერიის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ;
ს ) მუნიციპალიტეტის მერის ცალკეულ დავალებათა შესრულება .
2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში , სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების ფუნქციები :
ა ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი “ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება , საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ;
ბ ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი “ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში , განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება ;
გ ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება , მათი განხორციელება , განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება ;
დ ) „სოციალური მუშაობის შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა ;
ე ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარება ;
ვ ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან , კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან , არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ;
ზ ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია ;
თ ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით “ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა , შესაბამისი ოქმების შედგენა , სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა ;
ი ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის , მათი რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა ;
კ ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოება ; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა ;
ლ ) განყოფილების , მისი ფუნქციების , ამოცანებისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების , პრესრელიზებისა და სხვა მასალების მომზადება /გავრცელება ;
მ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები .
1. სამსახური უფლებამოსილია :
ა ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ;
ბ ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის , დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით , მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულების , სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები , სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია ;
გ ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები , საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები ;
დ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით , სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები .
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება საჯარო მოხელეებისგან და მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებისაგან .
2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება “.
სამსახურის მართვა
მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს , ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში - სამსახურის ხელმძღვანელი ), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .
1. სამსახურის ხელმძღვანელი :
ა ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული მიზნების , ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ;
ბ ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულსა და მოხელეებს შორის , უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ;
გ ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს , ფორმებსა და მეთოდებს , სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ;
დ ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით , სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების , საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების , შვებულების , სამსახურებრივი მივლინების , პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ;
ე ) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ;
ვ ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ;
ზ ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე , მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ;
თ ) იბარებს და აფასებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ან /და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ ;
ი ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას ;
კ ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას ;
ლ ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს .
2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე .
3. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ -ერთ თანამშრომელს .
1. სამსახურის მეორადი სტრუქტურულ ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი (შემდგომში - განყოფილების უფროსი ), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .
2. განყოფილების უფროსი :
ა ) წარმართავს განყოფილების საქმიანობას ;
ბ ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ;
გ ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის , უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ;
დ ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ;
ე ) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას ;
ვ ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ;
ზ ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა შვებულების გამოყენების , მივლინების , პროფესიული განვითარების საჭიროების შესახებ , წახალისებისა ან /და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე ;
თ ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას ;
ი ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს , შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე ;
კ ) ამზადებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ ;
ლ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე .
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით , განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ -ერთ მოხელეს .
საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ :
ა ) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე ;
ბ ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები ;
გ ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით , საინფორმაციო და სხვა მასალებით ;
დ ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ ;
ე ) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით .
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულები არიან :
ა ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულები არიან დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით , საქართველოს კანონმდებლობით , მერიის დებულებით , ამ დებულებით , მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები ;
ბ ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები ;
გ ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი ;
დ ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად ;
ე ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები ;
ვ ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას , ინვენტარს და სხვა ქონებას .
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით , რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო .
3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით , რომელსაც ამტკიცებს მერი .
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , მერის წარდგინებით , განსაზღვრავს საკრებულო .
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო .
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
3. სამსახურის რეორგანიზაცია , მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება ) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით .