„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №59 |
|
2025 წლის 29 დეკემბერი დაბა თიანეთი |
„ მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
მერიის იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მერის, მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას;
ბ) მერის დავალების საფუძველზე მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მერის დავალების საფუძველზე საკრებულოში წარსადგენი, სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქტირებასა და შეთანხმებას, რომელთა პროექტი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ 5 სამუშაო დღით ადრე სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გაგზავნილ უნდა იქნეს იურიდიული სამსახურისთვის.
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) მერის დავალების შემთხვევაში მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების განხილვას და დასკვნის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, რომელთა შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეული 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავს იურიდიულ სამსახურს.
თ) დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
კ) სხვა სამსახურებთან ერთად თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების და პროექტების მომზადება.
ლ) სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (ასევე დოკუმენტების პროექტების) სამართლებრივი ანალიზი და მათი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება.
მ) მერიის მიერ შექმნილი იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას.
ნ)პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღებას ან შეცვლას, მონაცემთა დამუშავებისთვის უფლებამოსილი პირების ინფორმირებას, კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას.
ო) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
პ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას, ასევე კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“
|