საბჭო

1.საგრანტო
პროგრამის
ფარგლებში
საგრანტო
კონკურსის
ადმინისტრირებისათვის
საგრანტო
კონკურსში
გამარჯვებული
კონკურსის
მონაწილის
გამოვლენის
მიზნით
, შესაბამისი
მინისტრი
ქმნის
საგრანტო
საბჭოს
(შემდგომში
– საბჭო
).

2. საბჭოს
შექმნის
შესახებ
შესაბამისი
მინისტრის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
აქტით
განისაზღვრება
საბჭოს
შექმნის
ვადა
და
მისი
შემადგენლობა
, მათ
შორის
, საბჭოს
სარეზერვო
წევრები
. საბჭო
უფლებამოსილია
შეუდგეს
ფუნქციონირებას
საბჭოს
შექმნის
შესახებ
შესაბამისი
მინისტრის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი
აქტის
ძალაში
შესვლისთანავე
.

3. საბჭოს
წევრად
შეიძლება
დაინიშნოს
შესაბამისი
სამინისტროს
და
მისი
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
თანამშრომელი
ან
უმაღლესი
განათლების
მქონე
ნებისმიერი
ქმედუნარიანი
ფიზიკური
პირი
. საბჭოს
ყველა
წევრი
ვალდებულია
დაადასტუროს
, რომ
არ
არის
რომელიმე
პოლიტიკური
პარტიის
წევრი
და
მოაწეროს
ხელი
მიუკერძოებლობისა
და
იმ
ინფორმაციის
კონფიდენციალურობის
დაცვის
შესახებ
ფორმას
, რომლის
გამჟღავნებაც
შეზღუდულია
საქართველოს
კანონმდებლობით
.

4. საბჭო
თავისი
შემადგენლობიდან
ირჩევს
საბჭოს
თავმჯდომარესა
და
მოადგილეს
. კანდიდატურის
დასახელების
უფლება
აქვს
საბჭოს
ნებისმიერ
წევრს
. თითოეულ
წარდგენილ
კანდიდატს
კენჭი
ეყრება
ცალ
-ცალკე
. არჩეულად
ითვლება
ის
კანდიდატი
, რომელიც
სხვა
კანდიდატებზე
მეტ
ხმას
მიიღებს
. ხმების
თანაბრად
გაყოფის
შემთხვევაში
არჩეულად
მიიჩნევა
ის
კანდიდატი
, რომელიც
სხვაზე
უფრო
მეტმა
წევრმა
წარადგინა
, ხოლო
ასეთის
არარსებობის
შემთხვევაში
კანდიდატის
დასახელება
და
არჩევის
პროცედურა
იწყება
თავიდან
.

5. საბჭოს
წევრის
სარეზერვო
წევრით
ჩანაცვლება
ხორციელდება
ამ
წესის მე
-10 მუხლის
მე
-5 პუნქტით
გათვალისწინებული
წესით
.

6. საბჭო
თავის
საქმიანობაში
დამოუკიდებელია
და
ანგარიშვალდებულია
შესაბამისი
მინისტრის
წინაშე
. არავის
აქვს
უფლება
ჩაერიოს
საბჭოს
საქმიანობაში
ან
/და
მოახდინოს
რაიმე
ზეგავლენა
გადაწყვეტილების
მიღების
მიზნით
.

7. საბჭო
:

ა
) ადგენს
საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს
;

ბ
) ადგენს
გამარჯვებული
წინადადების
შერჩევის
კრიტერიუმებს
;

გ
) ადგენს
განცხადებას
საგრანტო
კონკურსის
გამოცხადების
შესახებ
და
გამოსაქვეყნებლად
გადასცემს
შესაბამისი
სამინისტროს
შესაბამის
სტრუქტურულ
ერთეულს
;

დ
) იღებს
საგრანტო
განაცხადებს
და
ამოწმებს
წარდგენილი
დოკუმენტების
შესაბამისობას
კანონმდებლობასთან
;

ე
) იღებს
გადაწყვეტილებას
განმცხადებლის
დისკვალიფიკაციის
შესახებ
;

ვ
) იღებს
გადაწყვეტილებას
საბჭოს
წევრის
აცილების
შესახებ
;

ზ
) განიხილავს
საგრანტო
წინადადებებს
და
იღებს
გადაწყვეტილებას
გამარჯვებულის
გამოვლენის
შესახებ
;

თ
) ასრულებს
ამ
წესით
გათვალისწინებულ
სხვა
ფუნქციებს
.

8. საბჭო
შედგება
, სულ
მცირე
, ხუთი
წევრისაგან
.

9. საბჭოს
სხდომებს
იწვევს
და
თავმჯდომარეობს
საბჭოს
თავმჯდომარე
.

10. საბჭოს
თავმჯდომარის
არყოფნის
შემთხვევაში
მის
უფლებამოსილებას
ახორციელებს
საბჭოს
თავმჯდომარის
მოადგილე
.

11. საბჭომ
შეიძლება
მიიღოს
გადაწყვეტილება
სათათბირო
ხმის
უფლებით
შესაბამისი
დარგის
ექსპერტების
მოწვევის
შესახებ
.

12. საბჭოს
საქმიანობის
საორგანიზაციო
, ტექნიკურ
და
ადმინისტრაციულ
მხარდაჭერას
უზრუნველყოფს
შესაბამისი
მინისტრის
მიერ
განსაზღვრული
შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეული