1. სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, მინისტრი ქმნის საგრანტო კომისიას (შემდგომში - კომისია).

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.

4. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ან/და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები.

5. კომისია თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

6. კომისია:

ა) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ადგენს დამატებით კრიტერიუმებს წარმოდგენილ საგრანტო წინადადებათაგან გამარჯვებულის გამოსავლენად;

გ) ადგენს და აქვეყნებს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ;

დ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან;

ე) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადისა და წინადადების განუხილველად დატოვების შესახებ;

ვ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ;

ზ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

7. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის დაზუსტების და/ან წარმოდგენის თაობაზე;

ბ) სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტის მოწვევის თაობაზ