1. კომისია საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.

2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში, სამინისტროს ოფიცილურ ვებგვერდზე.

3. საგრანტო წინადადების შეფასების მინიმალური კრიტერიუმებია:

ა) დასმული საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის მეთოდი;

ბ) საგრანტო წინადადების შესრულების ვადა;

გ) ადამიანური რესურსების გამოცდილება.

4. საგრანტო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისიამ შეიძლება დააზუსტოს და/ან დაადგინოს დამატებითი შეფასების კრიტერიუმები.

5. საგრანტო წინადადებები ფასდება კომისიის მიერ ცალ-ცალკე, საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვი