საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს;

ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ;

გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას;

დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;

ე) სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას და მხარეთა საბანკო რეკვიზიტებს;

ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს;

თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს;

ი) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს;

კ) ანგარიშგების წესს;

ლ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს;

მ) დავის გადაწყვეტის წესს;

ნ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას);

ო) გრანტის გამცემის მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის წესს;

პ) საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის პირობების, გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადებ