საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს;
ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ;
გ) ხელშეკრულების საგნის აღწერას;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
ე)
სამინისტრო
ს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას, და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს;
ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს;
თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს;
ი) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს;
ლ) ანგარიშგების წესს;
მ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს;
ნ) დავის გადაწყვეტის წესს;
ო) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას