საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს;

ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ;

გ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების აღწერას;

დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;

ე) სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ოდენობას და დაფინანსების ეტაპებს, ვადას, და სუბიექტის საბანკო რეკვიზიტებს;

ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;

ზ) შესასრულებელი სამუშაოს/მომსახურების ვადას, ეტაპებს;

თ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს;

ი) ქვეგრანტის გაცემის (ქვეკონტრაქტირების) წესს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) სამუშაოს/მომსახურების შესრულების დადასტურების წესს;

ლ) ანგარიშგების წესს;

მ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს;

ნ) დავის გადაწყვეტის წესს;

ო) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას