1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით.

2. თუ გრანტის მიმღები დაუყოვნებლივ არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის გამცემი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. დარღვევის აღმოფხვრამდე სამინისტრო ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა თუ გრანტის მიმღებს სრულად არ ჰქონდა მიღებული გრანტი ან მას იღებდა ეტაპობრივად.

3. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვერება საგრანტო ხელშეკრულებით.

4. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხებ