1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო წინანადადებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ცენტრი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით.

2. თუ გრანტის მიმღები დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, ცენტრი უგზავნის წერილობით შეტყობინებას საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.

3. დარღვევის აღმოფხვრამდე ცენტრი ვალდებულია შეაჩეროს გრანტისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა.

4. გაფრთხილებისა და დაფინანსების შეწყვეტის ვადები განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.

5. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს გამოუყენებელი თანხებ