1. საგრანტო პროექტი დასრულებულად ჩაითვლება, თუ პროექტის ფარგლებში ცენტრის მიერ ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია ანგარიშები, დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.

2. ცენტრი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე.

3. ცენტრი უფლებამოსილია დარგის დამოუკიდებელ ექსპერტებს შეაფასებინოს გარკვეული დასრულებული საგრანტო პროექტებ