1. ცენტრი მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით, ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.
2. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ცენტრი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტის მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ცენტრის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან.
4. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას ცენტრი ეყრდნობა გრანტის მიმღებთა მიერ ამოცანების შესრულების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას.
5. ხელშეკრულების შესრულების ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების მიზეზს;
დ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტლებში.
6. პროგრამული კონტროლის განხორციელება მიზნად ისახავს დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კონტროლს, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ნაბეჭდი, ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით.
7. საგრანტო პროექტის შესრულების კონტროლის განხორციელებისას ამოცანის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ამოცანის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
8. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ცენტრი უფლებამოსილია გრანტის მიმღებს გაუწიოს რეკომენდანცია (სამუშაოს შესრულების/მომსახურების ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება), რომელიც ხელს შეუწყობს მიზნების უკეთ მიღწევა