1. სააგენტოს თავმჯდომარე, პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საგრანტო განაცხადის ფორმასა და მისი წარდგენის წესს.
2. განმცხადებელი ვალდებულია საგრანტო განაცხადი წარადგინოს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული საგრანტო განაცხადის ფორმისა და მისი წარდგენის წესის შესაბამისად.
3. მცირე გრანტის შემთხვევაში საგრანტო განაცხადის მიღების ვადად განისაზღვრება არანაკლებ 21 კალენდარული დღე, ინსტიტუციური განვითარების გრანტის შემთხვევაში კი – არანაკლებ 30 კალენდარული დღე.
4. საზოგადოებრივი ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს არაუმეტეს ორი საგრანტო განაცხადი, მათ შორის, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ინსტიტუციური განვითარების საგრანტო განაცხადი. აღნიშნული ვრცელდება ერთი და იმავე პირის მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე, ასევე, იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, რომელთა ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირ(ებ)ი, მმართველობის ორგანოს წევრ(ებ)ი ერთი და იგივე პირ(ებ)ი არიან.
5. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საჯარო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო განაცხადი ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საჯარო კონკურსი ცხადდება ჩაშლილა