1. სამინისტროს საგრანტო პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

2. სამინისტროს საგრანტო პროგრამა ასევე შეიძლება დაფინანსდეს დონორი ორგანიზაციის მიერ გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე, სამინისტროსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადმოცემული გრანტის სახსრებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო გრანტის სახსრებს ამ ბრძანებით გათვალისწინებული კონკურსის გარეშე გასცემს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ გრანტის ხელშეკრულებაში მითითებულია ამ გრანტის კონკრეტული მიმღებ