1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს კომისიის წევრი და მოწვეული ექსპერტი, თუ:
ა) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავი ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია;
ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია;
გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია;
დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან;
ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან.
2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა;
დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
3. კომისიის წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს კომისის წევრმა ან განმცხადებელმა. კომისიის წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. კომისია კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს კომისის ის წევრი რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. კომისიის წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდა