1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

2. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიმართულებით იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია სამინისტროს მიერ გრანტის გაცემა;

ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას;

გ) საგრანტო ვადას;

დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას;

ე) თითოეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;

ვ) დაფინანსების წყაროს.

3. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი