1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურული ერთეული და გადასცემს სამეცნიერო საბჭოს.

2. სამეცნიერო საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამას და საბოლოო ვერსიას დასამტკიცებლად წარუდგენს გენერალურ დირექტორს.

3. საგრანტო პროგრამა შედგება ცენტრის კომპეტენციაში შემავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხების თემატიკისაგან.

4. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია ცენტრის მიერ გრანტის გაცემა;

ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას;

გ) საგრანტო ვადას;

დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას;

ე) ცალკეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;

ვ) დაფინანსების წყაროს.

5. ცენტრის საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად, ცენტრის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

6. საგრანტო პროგრამას ცენტრი შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

7. საგრანტო პროგრამას, სამეცნიერო საბჭოზე გამოთქმული შენიშვენების გათვალისწინებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ, ამტკიცებს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი