ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გრანტი – ამ წესის მიზნებისთვის, ცენტრის მიერ გრანტის მიმღებისთვის სამეცნიერო საქმიანობისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით;

ბ) საგრანტო პროგრამა – ცენტრის გენერალური დირექტორის (შემდგომში - გენერალური დირექტორი) მიერ დამტკიცებული პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ;

გ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას;

დ) საგრანტო განაცხადი – საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია;

ე) განმცხადებელი – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის წესდების მიზანია სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება, ან ფიზიკური პირი, გარდა ცენტრის თანამშრომელისა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომელმაც მიმართა ცენტრს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილე – განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული;

ზ) საგრანტო წინადადება – წინადადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა ცენტრს გრანტის მიღების მოთხოვნით;

თ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად;

ი) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის;

კ) გრანტის მიმღები – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის წესდების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ან ფიზიკური პირი, გარდა ცენტრის თანამშრომელისა, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საგრანტო პროექტების შემთხვევაში - უცხო ქვეყნის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, ფიზიკური პირი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა; კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება;

ლ) გრანტის გამცემი – ცენტრი, რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მოქმედებს სამეცნიერო საბჭოს მეშვეობით;

მ) სამეცნიერო საბჭო – გენერალური დირექტორის მიერ, ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობისთვის, აგრეთვე, საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, შექმნილი საბჭო;

ნ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, აგრეთვე, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობ