1. საბჭო, საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე, 7 დღის ვადაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.

2 განმცხადებლის მოთხოვნით, საბჭო ვალდებულია 2 დღის ვადაში მას განუმარტოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების დებულებები.

3. ორგანიზაცია, ან პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, დისკვალიფიცირებული უნდა იქნას.

4. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა.

5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, ან საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზ