1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განმცხადებლის მიერ საბჭოში შესატან პაკეტს, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისაგან:
ა) საგრანტო წინადადება;
ბ) განმცხადებლის დებულება/წესდება, ორგანიზაციის შემთხვევაში.
2. საგრანტო განაცხადი საბჭოს წარედგინება საგრანტო პროგრამაში არსებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. დოკუმენტები დგება სახელმწიფო ენაზე.
3. საკითხს მიღებული განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ საბჭო განიხილავს საგრანტო პროგრამით განაცხადების შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, საბჭოს სხდომაზე.
4. საგრანტო განაცხადები, რომლებიც შეუსაბამოა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, იმავე სხდომაზე ცხადდება დისკვალიფიცირებულად და მათი დოკუმენტაცია შემდგომ გასწორებას/შევსებას არ ექვემდებარება. საბჭო არ ახდენს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება საკონკურსო განაცხადის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
5. საბჭოს წევრები ცალ-ცალკე განიხილავენ თითოეული საგრანტო წინადადების შესაბამისობას შეფასების კრიტერიუმებთან. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით ხდება ქულათა შეჯამება.
6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო წინადადება ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, საბჭო, ცენტრის გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეცვლის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახე