1. დისკვალიფიკაციის პროცედურის შემდგომ საბჭო იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო წინადადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება განხორციელდება საბჭოს ყველა წევრის მიერ ცალ-ცალკე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ახსნა-განმარტებების მიღება შესაბამისი განმცხადებლისა (წერილობით) და/ან ექსპერტისაგან.

2. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვტილებით განაცხადების განხილვის პროცედურას შეიძლება დანიშნოს დამატებითი ეტაპი, რომლის ჩატარების წესს განსაზღვრავს საბჭო.

3. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს წევრების მიერ მინიჭებული ქულებით.

4. გამარჯვებულად ითვლება ის საგრანტო წინადადება, რომელიც სხვა საგრანტო წინადადებაზე უფრო მეტ ქულას მიიღებს.

5. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულის თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება
სააგენტოს
ვებგვერდზ