1. საბჭო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ამ წესის საფუძველზე და საგრანტო პროგრამის მიზნების შესაბამისად.
2. განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა იქნეს დისკვალიფიცირებული.
3. საბჭოს უფლება აქვს
, საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს
საგადასახადო დავალიანებ
ის მდგომარეობის ამსახველი ცნობა.
4. იმ შემთხვევაში
, თუ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ცნობა, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე. საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის დისკვალიფიკაციის თაობაზე დავალიანების მოცულობის გათვალისწინები