1. საგრანტო კონკურსის ჩატარებისას, კონკრეტული საკონკურსო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს საბჭოს წევრი და მოწვეული ექსპერტი, თუ:
ა) განმცხადებელი ან საგრანტო წინადადებაში მითითებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია;
ბ) იგი განმცხადებლის და/ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია;
გ) იგი განმცხადებლის და/ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია;
დ) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან;
ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან.
2. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა;
დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები
.
3. საბჭოს წინაშე აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭოს წევრმა ან განმცხადებელმა. საბჭოს წევრი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ შესაბამისი საფუძვლის მითითებით. საბჭო კენჭს უყრის თვითაცილების/აცილების შესახებ საკითხს. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს საბჭოს ის წევრი
, რომელმაც დააყენა თვითაცილება/რომლის მიმართაც დაყენებულია აცილება. საბჭოს წევრი აცილებულად/თვითაცილებულად ითვლება საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
4. თუ საბჭოს წევრთა შემადგენლობა ნახევარზე მეტით შემცირდა, თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს ახალი წევრებით შევსების შესახე