1.
სააგენტოს
საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, თავმჯდომარე ქმნის საგრანტო საბჭოს (შემდგომში - საბჭო).

2. საბჭოს შექმნის შესახებ თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს შექმნის ვადა და მისი შემადგენლობა
. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს ფუნქციონირებას საბჭოს შექმნის შესახებ თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.

3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს
სააგენტოს
თანამშრომელი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ან იურიდიული პირის წარმომადგენელი და უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.

4. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

5. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას თავმჯდომარე აკისრებს საბჭოს ერთ-ერთ წევრს.

6
. საბჭო სხდომის ოქმის შედგენას აკისრებს საბჭოს აპარატის თანამშრომელს.

7
. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის წინაშე. არავის აქვს უფლება ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან/და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

8
. საბჭო:

ა) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) ადგენს საგრანტო წინადადების რეკვიზიტებს;

გ) ადგენს გამარჯვებული წინადადების შერჩევის კრიტერიუმებს;

დ) საგრანტო განაცხადის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;

ე) აცხადებს საგრანტო კონკურსს;

ვ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დისკვალიფიკაციის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის აცილების შესახებ;

ი) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ;

კ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

9
. საბჭო შედგება სულ მცირე სამი წევრისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი.

10. საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.

11. საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევის შესახე