1. სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის გამოცხადების, საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კონკურსის მონაწილის გამოვლენის მიზნით, მინისტრი ქმნის საგრანტო საბჭოს (შემდგომში - საბჭო).
2. საბჭოს შექმნის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს შექმნის ვადა და მისი შემადგენლობა, მათ შორის, საბჭოს სარეზერვო წევრები. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს ფუნქციონირებას საბჭოს შექმნის შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.
3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სამინისტროს თანამშრომელი ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
4. საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
5. საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას მინისტრი აკისრებს საბჭოს ერთ-ერთ წევრს.
6. საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს ნებისმიერ წევრს. თითოეულ წარდგენილ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც სხვაზე უფრო მეტმა წევრმა წარადგინა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში კანდიდატის დასახელება და არჩევის პროცედურა იწყება თავიდან.
7. საბჭო სხდომის ოქმის შედგენას აკისრებს საბჭოს აპარატის თანამშრომელს.
8. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. არავის აქვს უფლება ჩაერიოს საბჭოს საქმიანობაში ან/და მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
9. საბჭო:
ა) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) ადგენს გამარჯვებული წინადადების შერჩევის კრიტერიუმებს;
გ) ადგენს და აქვეყნებს განცხადებას საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ;
დ) იღებს საგრანტო განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონმდებლობასთან;
ე) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დისკვალიფიკაციის შესახებ;
ვ) იღებს გადაწყვეტილებას საბჭოს წევრის აცილების შესახებ;
ზ) განიხილავს საგრანტო წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ;
თ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
10. საბჭო შედგება სულ მცირე ხუთი წევრისაგან. საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი.
11. საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე.
12. საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სათათბირო ხმის უფლებით შესაბამისი დარგის ექსპერტების მოწვევის შესახე