ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გრანტი
– ამ წესის მიზნებისთვის, სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებისთვის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით;

ბ) საგრანტო პროგრამა
– საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში -მინისტრი) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ;

გ) საგრანტო კონკურსი
– თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას;

დ) საგრანტო განაცხადი
– საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია;

ე) განმცხადებელი
– არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სამინისტროს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით;

ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილე
– განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული;

ზ) საგრანტო წინადადება
– წინადადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სამინისტროს გრანტის მიღების მოთხოვნით;

თ) დამოუკიდებელი ექსპერტი
– ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად;

ი) საგრანტო ვადა
– დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის;

კ) გრანტის მიმღები
– არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა;

ლ) გრანტის გამცემი
– სამინისტრო, რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მოქმედებს საგრანტო საბჭოს მეშვეობით;

მ) საგრანტო საბჭო
– მინისტრის მიერ, სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი საბჭო;

ნ) ტექნიკური ხარვეზი
– მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობ