1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს აპარატი.

2. საბჭოს აპარატის საქმიანობას კოორდინაციას უწევს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს აპარატი:

ა) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს განმცხადებლებისაგან შემოსულ დოკუმენტებს;

ბ) სამინისტროს აწვდის გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას;

გ) ასრულებს საბჭოს წევრების მითითებებს;

დ) ასრულებს საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქცია