1. საბჭოს უფლება აქვს საგრანტო პროგრამის შემუშავების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ან/და გრანტის გაცემის პროცესში მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. საბჭო ვალდებულია წარუდგინოს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია და განუსაზღვროს საკითხთა წრე, რაზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნის მიღება.

3. ექსპერტი ვალდებულია წარმოადგინოს წერილობითი დასკვნა საბჭოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

4. ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოუდგენლობა, ასევე დასკვნის დაგვიანებით ან/და არასრულყოფილად წარმოდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას.

5. ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საბჭოსთვი