1. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს აპარატის თანამშრომელი ამ წესის შესაბამისად.

2. ოქმი დგება ელექტრონული ფორმით (თუ ეს შესაძლებელია), რომელიც იბეჭდება სხდომის დასრულებისთანავე და წარედგინება საბჭოს წევრებს ხელმოსაწერად. თუ რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს.

3. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საბჭოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) დღის წესრიგი;

დ) სხდომაზე დამსწრე პირების სახელი, გვარი და სტატუსი;

ე) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხიმგებელი პირის სახელი, გვარი და სტატუსი;

ვ) განხილვის მოკლე აღწერა;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილებები.

4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტში