1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და საბჭოს წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია სხდომის თავმჯდომარე.
2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით.
3. საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე.
4. საბჭო უფლებამოსილია დაიწყოს საკითხის განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ასეთ შემთხვევაში საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭო იკრიბება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დღის წესრიგით.
5. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა.
7. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.
8. საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს უგზავნის გრანტის გამცემს.
9. საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება ამ წესის შესაბამისა