1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი).
2. საგრანტო პროგრამა შედგება სამინისტროს სისტემის კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.
3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს:
ა) იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია სამინისტროს მიერ გრანტის გაცემა;
ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას;
გ) საგრანტო ვადას;
დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას;
ე) ცალკეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;
ვ) დაფინანსების წყაროს.
4. სამინისტროს საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად, სამინისტროს სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით.
5. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი