1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი.

2. საგრანტო პროგრამა შედგება
სააგენტოს
კომპეტენციის სფეროში აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად.

3. საგრანტო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) იმ აქტუალური და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების დასახელებას, რომელთა გადასაწყვეტად გამიზნულია
სააგენტოს
მიერ გრანტის გაცემა;

ბ) გრანტის გაცემით მისაღწევი შედეგების აღწერილობას;

გ) საგრანტო ვადას;

დ) დაფინანსების ზღვრულ ოდენობას;

ე) ცალკეული საგრანტო წინადადებების დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;

ვ) დაფინანსების წყაროს.

4.
სააგენტოს
საგრანტო პროგრამის შემუშავება ხდება პერიოდულად,საააგენტოს
მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

5. საგრანტო პროგრამას ამტკიცებს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი