1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.

2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით.

3. საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე.

4. საბჭო უფლებამოსილია დაიწყოს საკითხის განხილვა და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ 2 წევრისა.

5. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, საბჭოს ერთ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საბჭოს წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა.

7. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

8. საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არა
უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს უგზავნის გრანტის გამცემ