ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გრანტი
–
ამ წესის მიზნებისთვის, სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსები ფულადი ან ნატურალური ფორმით;
ბ) საგრანტო პროგრამა
–
სააგენტოს თავმჯდომარის (შემდგომში
–
თავმჯდომარე) მიერ დამტკიცებული ერთიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს საგრანტო თემის აქტუალურობის, მიზნების, მიმართულებების (პრიორიტეტების), შესრულების სავარაუდო ვადების და თანხების შესახებ;
გ) საგრანტო კონკურსი
–
თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენას;
დ) საგრანტო
განაცხადი
–
საგრანტო წინადადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია;
ე) განმცხადებელი
–
ფიზიკური ან
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომელმაც მიმართა სააგენტოს განაცხადით, გრანტის მიღების მოთხოვნით;
ვ) საგრანტო კონკურსის მონაწილე
–
განმცხადებელი, რომლის განაცხადი არ იქნა დისკვალიფიცირებული;
ზ) საგრანტო წინადადება
–
წინადადება, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა
სააგენტო
ს გრანტის მიღების მოთხოვნით;
თ)
დამოუკიდებელი ექსპერტი
–
ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა და საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად;
ი) საგრანტო ვადა
–
დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია განცხადებით საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გამარჯვებული საგრანტო წინადადების შესრულებისთვის;
კ) გრანტის მიმღები
–
ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო წინადადებამ საგრანტო კონკურსზე გაიმარჯვა;
ლ) გრანტის გამცემი
–
სააგენტო
, რომელიც ამ წესის მიზნებისთვის მოქმედებს საგრანტო საბჭოს მეშვეობით;
მ) საგრანტო საბჭო
–
თავმჯდომარის მიერ,სააგენტო
ს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისათვის შექმნილი საბჭო;
ნ) ტექნიკური ხარვეზი
–
მექანიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობ